ვინისიუს ჟუნიორმა, რომელიც შოტლანდიასთან ნაჩვენები თამაშისთვის კიდევ ერთხელ მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს, ჟურნალისტებთან ისაუბრა.
გუნდის პროგრესზე:
„მაროკოსთან ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ ვითარდებიან ფეხბურთელები, როგორ იგებენ, რას მოითხოვს ტურნირი და როდის არის საუკეთესო დრო შეტევისთვის, დაცვისთვის და თამაშის მართვისთვის.
ვფიქრობ, დღეს ჩვენი საუკეთესო მატჩი ჩავატარეთ. ანჩელოტისთან ერთად გუნდმა უნდა გააგრძელოს განვითარება და პროგრესი, რადგან ახლა პლეი-ოფები იწყება და ეს შეჯიბრების ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია.“
გუნდზე:
„ფეხბურთელები ერთმანეთთან უფრო ახლოს თამაშობენ, უკეთ იცავენ თავს და უკეთ უტევენ. ვფიქრობ, მწვრთნელი მხოლოდ უფრო გააუმჯობესებს გუნდს.
ბიჭებმა უკვე კარგად ითამაშეს, მაგრამ ტურნირის მიმდინარეობისას განვითარება ყველაზე მნიშვნელოვანია.“
VAR-ის შეცდომაზე:
„სამწუხაროა, რომ ჩემი გოლი გაუქმდა, რადგან ეს ტურნირზე ჩემი მე-3 გოლი იქნებოდა. ეროვნულ ნაკრებში აქამდე არასდროს გამიტანია 3 გოლი ასეთ შეჯიბრებაზე.
თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი გამარჯვებაა და ჩვენი გუნდის პროგრესი, რადგან ახლა იწყება შემდეგი ეტაპი - სიცოცხლე ან სიკვდილი, სადაც ყველა დიდ მატჩებს უნდა ატარებდეს და განაგრძობდეს განვითარებას, რათა ბრაზილია კვლავ მწვერვალზე ავიდეს.“
კარლო ანჩელოტიზე:
ანჩელოტის ჩემთვის საჩუქარი მართებს. მწვრთნელს დავპირდი, რომ თავით გავიტანდი, მან კი მითხრა, რომ ეს შეუძლებელი იყო...
და დამპირდა, თუ ამას შევძლებდი, საჩუქარს მომცემდა. ახლა ველოდები.“
VIDEO: ვინის დუბლი - ბრაზილია ჯგუფში პირველზე გავიდა