ვინისიუს ჟუნიორი ბრაზილიური ფეხბურთის ლეგენდებით დაკომპლექტებულ ექსკლუზიურ კლუბს შეუერთდა.
ის მხოლოდ მე-5 ფეხბურთელია, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის სამივე მატჩში შეძლო გოლის გატანა ბრაზილიის ნაკრების მაისურით.
ბრაზილიელი ფეხბურთელები, რომლებმაც მუნდიალის ერთ ტურნირზე ჯგუფური ეტაპის სამივე შეხვედრაში გაიტანეს გოლი:
ჟაირზინიო (1970)
რომარიო (1994)
რონალდო (2002)
რივალდო (2002)
ვინისიუს ჟუნიორი (2026)
აღსანიშნავია, რომ წინა შემთხვევებში ბრაზილიამ საბოლოოდ მსოფლიო ჩემპიონატის თასი მოიგო.
VIDEO: ვინის დუბლი - ბრაზილია ჯგუფში პირველზე გავიდა