ბრაზილიის ლეგენდა ნეიმარი ეროვნულ ნაკრებში ემოციურად დაბრუნდა.
სელესაომ შოტლანდია 3:0 დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი გამარჯვებით დაასრულა.
ნეიმარი, რომელმაც ბრაზილიის მაისურით ბოლოს 2023 წლის ოქტომბერში, ურუგვაის წინააღმდეგ მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩში ითამაშა, ტურნირის განაცხადში მოხვედრისას გარკვეულწილად მოულოდნელი არჩევანი იყო.
მას ტურნირის საწყისი 2 შეხვედრა კუნთის ტრავმის გამო გაუცდა.
თუმცა, 34 წლის ფეხბურთელმა დროულად მოირჩინა ტრავმა და C ჯგუფის ბოლო მატჩში სათადარიგოთა სკამზე მოხვდა.
როდესაც ბრაზილია უკვე 3:0-ს იგებდა და თამაშს სრულად აკონტროლებდა, კარლო ანჩელოტიმ იგი 76-ე წუთზე მატეუს კუნიას ნაცვლად მოედანზე შეიყვანა.
სელესაოს თავდამსხმელისთვის ეს ეროვნულ ნაკრებში 129-ე მატჩი იყო და მაიამის სტადიონზე მოედანზე გასვლის შემდეგ აშკარად ემოციებს ვერ მალავდა.
ნეიმარი რამდენჯერმე შენიშნეს, როგორ იწმენდდა ცრემლებს. მატჩის დასრულების შემდეგ კი თანაგუნდელებსა და ოჯახის წევრებს გულთბილად გადაეხვია.
VIDEO: ვინის დუბლი - ბრაზილია ჯგუფში პირველზე გავიდა
