მილანში მიმდინარე 2026 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე, დაიწყო ფიგურული ციგურაობის გუნდური ტურნირი, რომელშიც ლუკა ბერულავასა და ანასტასია მეტელკინას წყვილი მონაწილეობს.
სპორტული წყვილების კატეგორიაში, ბერულავა-მეტელკინას დუეტმა მოკლე პროგრამით იასპარეზა, მსაჯებისგან 77.54 ქულა დაიმსახურა და საქართველოს ნაკრებს გუნდური 9 ქულა მოუტანა.
დღეს საქართველოს ნაკრებიდან გუნდურ ტურნირში ანასტასია გუბანოვა მოკლე პროგრამით იასპარეზებს. 7 თებერვალს კი, ასევე მოკლე პროგრამით, მაყურებლების წინაშე ნიკა ეგაძე წარდგება.
მილან-კორტინის ზამთრის 25-ე ოლიმპიურ თამაშებზე, საქართველო სპორტის ორ სახეობაში - ფიგურულ ციგურაობასა და სამთო-სათხილამურო სპორტში, 8 სპორტსმენითაა წარმოდგენილი.