ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში თავისუფალ ჭიდაობაში გამართულ სარეიტინგო სერიის ტურნირზე, ანდრო მარგიშვილმა საპრიზო ადგილი დაიკავა.
97 კგ. წონით კატეგორიაში, მარგიშვილი 1/2 ფინალში ირანელ ჰასან იაზდანისთან დამარცხდა, მე-3 ადგილისთვის შეხვედრაში კი უნგრელ რიჩარდ ვეგს აჯობა და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.
შედეგად, ჩვენმა ნაკრებმა ტურნირზე გამოსვლა 4 მედლით დაასრულა - 2 ვერცხლი და 2 ბრინჯაო. 65 კგ. წონით კატეგორიაში, ნიკა ზაქაშვილი ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა, აკაკი ქემერტელიძემ (70 კგ.) ვერცხელის მედალი დაისაკუთრა ისევე, როგორც 86 კგ. წონით კატეგორიაში - ვლადიმერ გამყრელიძემ.