ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის მედლის მფლობელია!
ბაქოში მიმდინარე ტურნირზე ქართველმა მსოფლიო ჩემპიონმა იპონით ჯერ ურუგვაელი მაია ლეოპოლდი, ხოლო შემდეგ ბრაზილიელი სარა სოუზა დაამარცხა.
ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის 1/4 ფინალში ხორვატ ანა პულიჟს დაუპირისპირდა და მასაც იპონით მოუგო.
ქართველი ჩემპიონი 1/2 ფინალში გერმანელ სეია ბალჰაუსს შეხვდა, რომელსაც იუკოთი სძლია და ზედიზედ მეორედ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდა.
ფინალში ლიპარტელიანი იაპონელი აკარი ომორის დაუპირისპირდა, რომელთანაც გოლდენ სქორში დამარცხდა.
შეგახსენებთ, რომ გასულ წელს ქართველი ძიუდოისტი ბუდაპეშტში მსოფლიო ჩემპიონი გახდა, დღეს კი ვერცხლის მედალი მოიპოვა და ზედიზედ მეორე მსოფლიო ჩემპიონატის პრიზიორი გახდა.
მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ეს საქართველოსთვის უკვე მე-2 მედალია - გიორგი სარდალაშვილმა ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა.
VIDEO: დღის მომენტი - ლიპარტელიანის საოცარი იპონი მსოფლიო ჩემპიონატზე