მთავარი

სიახლეები

სპორტის გურუ

ქვიზები

ზედიზედ მერვედ! ბორჯღალოსნებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატი მოიგეს

ზედიზედ მერვედ! ბორჯღალოსნებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატი მოიგეს

15 სთ წინ · 1 წთ წასაკითხად

ლინკის დაკოპირება

-

Aa

+

ფონტის ზომა

რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში საქართველოს ნაკრები თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ესპანეთს დაუპირისპირდა.


მატჩის პირველი ტაიმი დაძაბული გამოდგა და ბორჯღალოსნების გამარჯვებით 17-16 დასრულდა.


ქართველთა მხრიდან ლელოები ვანო კარკაძემ (2) და აკაკი ტაბუცაძემ დადეს, მე-3 ლელო კი წარმატებით დაჩი პაპუნაშვილმა გარდასახა.


მეორე ტაიმში საქართველოს ნაკრებმა გადამწყვეტი უპირატესობა მოიპოვა და საბოლოოდ 46-28 გაიმარჯვა.


ლელოები ნიკა აბულაძემ, ვანო კარკაძემ, აკაკი ტაბუცაძემ (2) და ვასილ ლობჟანიძემ მიითვალეს, თითო ლელო კი დაჩი პაპუნაშვილმა და დავით ნინიაშვილმა გარდასახეს.


ჯამში შეხვედრის გამორჩეული მოთამაშეები ვანო კარკაძე და აკაკი ტაბუცაძე იყვნენ, რომელთაც 3-3 ლელოს დადება მოახერხეს და ბორჯღალოსნების გამარჯვებაში დიდი როლი ითამაშეს. ტაბუცაძეს ნაკრებში უკვე 50 ლელო დაუგროვდა.


საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული ზედიზედ მერვედ და ჯამში მეჩვიდმეტედ გახდა.


50 ლელო - ტაბუცაძე ყველა დროის ხუთეულს უახლოვდება


თაზო ჩარკვიანი

მსგავსი სიახლეები

კომენტარები