ჟიურიმ, რომელიც ავსტრიის ბუნდესლიგის პრეზიდენტების, მენეჯერებისა და მწვრთნელებისგან შედგებოდა, 2025/26 სეზონის საუკეთესოები დაასახელა.
სეზონის მოთამაშე: ოთარ კიტეიშვილი
სეზონის მოთამაშის კატეგორიაში გრაცის შტურმის პლეიმეიქერმა ოთარ კიტეიშვილმა სრულყოფილი ჰეთ-თრიქი შეასრულა. 30 წლის ფეხბურთელი ჟიურიმ ზედიზედ მესამედ დაასახელა საუკეთესოდ.
ეს გამორჩეული მიღწევაა, რომელიც აქამდე მხოლოდ შტურმის კიდევ ერთ მოთამაშეს ჰქონდა დაფიქსირებული: ივიცა ვასტიჩი 1998-2000 წლებში ზედიზედ 3-ჯერ დასახელდა საუკეთესო მოთამაშედ, ხოლო ვენის რაპიდის შტეფენ ჰოფმანმა - ერთწლიანი შესვენებით - ასევე 3-ჯერ მოიპოვა ეს ჯილდო.
შტურმში თავის მე-8 სეზონში ქართველი ფეხბურთელი კვლავ გრაცელთა შეტევის მთავარი ფიგურაა და ამჟამად ბომბარდირთა სიას 14 გოლით ლიდერობს რიდის კინგსტონ მუტანდვასთან ერთად. მის ანგარიშზე ასევე 4 საგოლე გადაცემაა. კიტეიშვილი ჯილდოს ბოლო ტურში, შტურმის საშინაო მატჩზე, მიიღებს.
ეს ჯილდო ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს და კიდევ ერთხელ, უკვე მესამედ, უდიდესი პატივია. ასეთი ინდივიდუალური აღიარება შეუძლებელი იქნებოდა ჩემი თანაგუნდელებისა და სამწვრთნელო შტაბის მხარდაჭერის გარეშე.
ჩემთვის ეს ჯილდო ჩვენი საერთო განვითარების ნიშანიც არის და ჩვენ ჯერ არ დაგვისრულებია საქმე. დარჩენილ ორ ტურში აუცილებლად გვინდა ჩვენი დიდი მიზნის მიღწევა.“ - განაცხადა ოთარ კიტეიშვილმა.