• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო

სპორტის გურუ

ქვიზები

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ზედმეტად იდეალური იყო? - კაკას განქორწინების რეალური ისტორია
ჯანსაღი ცხოვრებაჯანსაღი ცხოვრება

ზედმეტად იდეალური იყო? - კაკას განქორწინების რეალური ისტორია

1 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

რიკარდო კაკასა და კაროლინ სელიკოს ისტორია ორი ადამიანის ემოციური თავგადასავლია, რომლებმაც ერთად განვლეს გზა თინეიჯერული სიყვარულიდან ყველასთვის ცნობილ წყვილამდე.


კაროლინ ლირა სელიკო არასდროს ყოფილა უბრალოდ ფეხბურთელის ცოლი. ის ბრაზილიელი მომღერალი და ყოფილი ევანგელისტი პასტორი გახლავთ (რომელიც ეკლესიას 2010 წელს ჩამოშორდა). დედამისი ცნობილი ფრანგული მოდის სახლის, Christian Dior-ის დირექტორი იყო. მიუხედავად ამბიციებისა მოდის დიზაინში, კაროლინმა კარიერული ოცნებები დროებით გვერდზე გადადო, რათა კაკას ევროპასა და აშშ-ში გაჰყოლოდა.



კაკასა და კაროლინის გზები 2001-2002 წლებში გადაიკვეთა. კაროლინი მაშინ ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე, 14-15 წლის იყო, ხოლო კაკა 19-20 წლის პერსპექტიული ფეხბურთელი, რომელიც სან-პაულუს რიგებში ირიცხებოდა. ისინი ერთმანეთს ეკლესიაში დაუახლოვდნენ. როდესაც 2003 წელს კაკა სათამაშოდ იტალიაში, მილანში გადავიდა, წყვილმა ურთიერთობა დისტანციურად შეინარჩუნა.

ვენეციაში, ვახშმის წინ კაკამ კაროლინი ქალაქის პანორამული ხედის სანახავად აიყვანა და ხელი სთხოვა. ქორწილი 2005 წლის 23 დეკემბერს სან-პაულუს ეკლესიაში გაიმართა. წყვილს მალევე ორი შვილი, ლუკა (2008) და იზაბელა (2011) შეეძინა.



იდეალური ოჯახის იმიჯის მიუხედავად, 2014 წელს მათი დაშორების შესახებ პირველი ხმები გავრცელდა, რაც 2015 წელს ოფიციალური განქორწინებით დასრულდა. დაშორების ზუსტი მიზეზი დღემდე ბოლომდე უცნობია და მედიაში არაერთი სპეკულაცია გაჩნდა.

ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ჭორის თანახმად, განქორწინების მიზეზზე სელიკომ, The Sun-ის ცნობით, განაცხადა:


კაკა მუდამ კარგად მექცეოდა, მშვენიერი ოჯახი მაჩუქა, მაგრამ მე ბედნიერი არ ვიყავი, რაღაც მაკლდა. პრობლემა ის იყო, რომ ის ჩემთვის ზედმეტად იდეალური იყო.


სელიკომ ეს ინფორმაცია საჯაროდ უარყო და აღნიშნა:


მათთვის, ვისაც ჩემგან დიდი ხანია არაფერი სმენია... და სამწუხაროდ ისმენს ყალბ ამბებსა და ციტატებს. თითქმის 10 წლის წინ განვქორწინდი. იმ 14-წლიანი ურთიერთობიდან ორი შესანიშნავი მოზარდი გვყავს. ჩემს ყოფილ ქმართან ერთად ვიპოვე ჯანსაღი გზა ჩვენი შვილების აღსაზრდელად და ამისთვის ძალიან მადლიერი ვარ.



მიუხედავად ამისა, კაროლინს ეკუთვნის ერთი საკმაოდ სკანდალური ფრაზა, რომელმაც კაკას გულშემატკივრებში კითხვები გააჩინა ღალატის შესაძლებლობასთან დაკავშირებით:


როდესაც მამაკაცი ღალატობს, ეს იმის ნიშანია, რომ მისმა მეუღლემ მარცხი განიცადა.


ოფიციალურ განცხადებებში ორივე მხარემ დიდი ურთიერთპატივისცემა გამოიჩინა. კაკამ სოციალურ ქსელში დაწერა:

გვსურს საჯაროდ განვაცხადოთ, რომ ერთად გატარებული ცხრა წლის შემდეგ, ჩვენ მივიღეთ საერთო გადაწყვეტილება განქორწინების შესახებ. ჩვენმა ქორწინებამ ორი ულამაზესი შვილი გვაჩუქა, რომლებიც ძალიან გვიყვარს. ერთმანეთის მიმართ მადლიერება, პატივისცემა და აღფრთოვანება უცვლელი რჩება.


კაროლინის ემოციური მიმართვა კი ასეთი იყო:

ჩვენს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე რთული გადაწყვეტილება იყო იმის არჩევა, ერთად გვსურს სიარული თუ ცალ-ცალკე... ეს იყო ბევრი ემოცია, ისტორია, კარგი და ცუდი მომენტი, რომლებსაც ყოველთვის ერთად გავდიოდით.

მხოლოდ მე და კაკამ ვიცით ჩვენი დაშორებისა და უთანხმოების ნამდვილი მიზეზი, რაც შესაძლოა ნორმალურია, მაგრამ ხანგრძლივი დროის განმავლობაში უთვალავი მცდელობის მიუხედავად, ჩვენი პრობლემის გადაჭრა შეუძლებელი აღმოჩნდა... ისტორია, რომელიც ერთად შევქმენით, უნიკალური იყო და ჩვენთან სამუდამოდ დარჩება.


დაშორებიდან 11 წლის შემდეგ, მათ დაამტკიცეს, რომ ყოფილ მეუღლეებს შორის მეგობრული ურთიერთობის შენარჩუნება შესაძლებელია. 2019 წელს კაკა ბრაზილიელ მოდელზე, კაროლინა დიასზე დაქორწინდა (მათ ორი გოგონა ჰყავთ), ხოლო კაროლინ სელიკო 2021 წელს ბიზნესმენ ედუარდო სკარპა ჟულიანოს გაჰყვა ცოლად (2024 წელს მათ ვაჟი შეეძინათ).

2026 წლის მაისში კაკა და კაროლინი, თავიანთ ახალ მეუღლეებთან ერთად, სან-პაულუში ქალიშვილის, იზაბელას მე-15 დაბადების დღეზე შეიკრიბნენ. 700-სტუმრიან მასშტაბურ წვეულებაზე, სადაც ცნობილი მუსიკოსები უკრავდნენ, სრული ჰარმონია სუფევდა.



გავრცელებულ კადრებში ჩანს ცრემლმორეული იზაბელა, რომელიც მადლიერებას გამოხატავს როგორც ბიოლოგიური მშობლების, ისე მათი ახალი პარტნიორების მიმართ. კაკამ სოციალურ ქსელში შვილს ემოციური პოსტი მიუძღვნა და განსაკუთრებით აღნიშნა ის სითბო, რომლითაც იზაბელამ თავის ცხოვრებაში დედინაცვალ-მამინაცვალი და ახალი ნახევარძმები თუ დები მიიღო.


ანანო მკალავიშვილი

ანანო მკალავიშვილი

კაკა

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

კაკა: "მილანში გადასვლისას მორატამ დამირეკა, იმიტომ რომ ჩემი ნომრის აღება უნდოდა"

•ფეხბურთი

ფეხბურთი

კაკა: "მილანში გადასვლისას მორატამ დამირეკა, იმიტომ რომ ჩემი ნომრის აღება უნდოდა"
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ბრაზილიელი ოქროს ბიჭუნა - რიკარდო კაკა 44 წლისაა!

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ბრაზილიელი ოქროს ბიჭუნა - რიკარდო კაკა 44 წლისაა!
•ფეხბურთი

ფეხბურთი

1/2 ფინალების 10 საუკეთესო პერფორმანსი

•ფეხბურთი

ფეხბურთი

1/2 ფინალების 10 საუკეთესო პერფორმანსი
•ფეხბურთი

ფეხბურთი

10 საუკეთესო ინდივიდუალური სეზონი ჩემპიონთა ლიგაზე

•ფეხბურთი

ფეხბურთი

10 საუკეთესო ინდივიდუალური სეზონი ჩემპიონთა ლიგაზე
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

04 ნოე, 2024

კაკა: "მილანში გადასვლისას მორატამ დამირეკა, იმიტომ რომ ჩემი ნომრის აღება უნდოდა"

News image

22 აპრ, 2026

ბრაზილიელი ოქროს ბიჭუნა - რიკარდო კაკა 44 წლისაა!

News image

27 აპრ, 2026

1/2 ფინალების 10 საუკეთესო პერფორმანსი

News image

01 ივნ, 2026

10 საუკეთესო ინდივიდუალური სეზონი ჩემპიონთა ლიგაზე

კომენტარები

ლინკის დაკოპირება