• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
ზეედორფი: "არსენალი ჩემპიონების გუნდია"
ფეხბურთიფეხბურთი

ზეედორფი: "არსენალი ჩემპიონების გუნდია"

2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

კლარენს ზეედორფმა არსენალი ჩემპიონების გუნდად მოიხსენია მას შემდეგ, რაც სამშაბათს მეთოფეებმა ჩემპიონთა ლიგის ფინალს მიაღწიეს.


მიკელ არტეტას გუნდმა ემირეიტსზე გამართულ ნახევარფინალურ განმეორებით შეხვედრაში ატლეტიკო მადრიდი 1:0 დაამარცხა. ერთადერთი და გამარჯვების გოლი პირველი ტაიმის მიწურულს ბუკაიო საკამ გაიტანა. გასულ კვირას მეტროპოლიტანოზე გამართული პირველი დაძაბული მატჩი ფრედ დასრულდა, სადაც ვიქტორ gიოკერეშის პენალტს ხულიან ალვარესმა თერთმეტმეტრიანიდანვე უპასუხა.

ჩრდილოეთ ლონდონში არსენალმა საშინაო უპირატესობა გამოიყენა და ბოლო 20 წლის განმავლობაში ჩემპიონთა ლიგის პირველ ფინალში გავიდა. ეს ასევე გუნდისთვის პირველი ევროპული ფინალია 2019 წლის შემდეგ, როდესაც ისინი ევროპა ლიგაზე ჩელსისთან დამარცხდნენ. მატჩის შემდეგ Amazon Prime Video-ს ეთერში ზეედორფმა, რომელსაც ევროპის თასი ოთხჯერ აქვს მოგებული აიაქსის, მადრიდის რეალისა და მილანის შემადგენლობაში, აღიარა, რომ პრემიერ ლიგის ლიდერებმა ნამდვილი ჩემპიონების თამაში აჩვენეს:


დღეს ჩემპიონების გუნდი ვნახე. დასაწყისიდან ბოლომდე ისინი აკონტროლებდნენ ვითარებას. მათ იციან, როგორ დაიცვან თავი. გაბრიელი დღეს შთამბეჭდავი იყო. ადრე ვნერვიულობდით, მაგრამ მთელი გუნდი მშვიდი და თავდაჯერებული ჩანდა. მათ ბოლო წუთამდე ყველაფერი გაიღეს.


ამ თვის ბოლოს, ბუდაპეშტში, პუშკაშ არენაზე გასამართ ფინალში არსენალი ბაიერნსა და მოქმედ ჩემპიონ პსჟ-ს შორის გამარჯვებულს შეხვდება. აღსანიშნავია, რომ გასულ სეზონში სწორედ პარიზულმა კლუბმა გამოაგდო მეთოფეები ტურნირიდან ამავე ეტაპზე, რის შემდეგაც ფინალში ინტერი გაანადგურა.

ანანო მკალავიშვილი

ანანო მკალავიშვილი

არსენალი
არტეტა
ატლეტიკო
ჩემპიონთა ლიგა

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

"ასეთი არაფერი მინახავს“ – საკა ფანებს მადლობას უხდის

•ფეხბურთი

ფეხბურთი

"ასეთი არაფერი მინახავს“ – საკა ფანებს მადლობას უხდის
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ბაიერნი და არსენალი რაშფორდის სიტუაციას აკვირდებიან

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ბაიერნი და არსენალი რაშფორდის სიტუაციას აკვირდებიან
•ფეხბურთი

ფეხბურთი

პსჟ თუ ბაიერნი? საკას მინიშნება არსენალისთვის სასურველ მეტოქეზე

•ფეხბურთი

ფეხბურთი

პსჟ თუ ბაიერნი? საკას მინიშნება არსენალისთვის სასურველ მეტოქეზე
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ვენგერი რუნის არსენალის ზეიმის კრიტიკაზე არ ეთანხმება

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ვენგერი რუნის არსენალის ზეიმის კრიტიკაზე არ ეთანხმება
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

1 სთ წინ

"ასეთი არაფერი მინახავს“ – საკა ფანებს მადლობას უხდის

News image

1 სთ წინ

ბაიერნი და არსენალი რაშფორდის სიტუაციას აკვირდებიან

News image

1 სთ წინ

პსჟ თუ ბაიერნი? საკას მინიშნება არსენალისთვის სასურველ მეტოქეზე

News image

1 სთ წინ

ვენგერი რუნის არსენალის ზეიმის კრიტიკაზე არ ეთანხმება

კომენტარები

ლინკის დაკოპირება