ავტოკატასტროფაში ტრაგიკულად დაღუპული დიოგუ ჟოტას თანამემამულე, ჟოაო კანსელო სოციალურ ქსელში ემოციურ მიმართვას ავრცელებს.
"ოცნების ზაფხული ჰქონდა", - სლოტი ჟოტას ვრცელი წერილით დაემშვიდობა
„დღეს, ჩვენ არ დაგვაკლდა უბრალოდ ორი ფეხბურთელი.
დღეს, სამი შვილი მამის გარეშე დარჩა.
დღეს, დედა და მამა ორი შვილის გარეშე დარჩნენ.
დღეს, მეუღლეს (მათ ახლახანს იქორწინეს) თავისი მეგზური გამოაკლდა.
დღეს, ყველა დიდ შოკში აღმოვჩნდით.
დღეს, მსოფლიო გლოვობს იმ ერთ-ერთ იშვიათ მომენტს, როცა ყველა ვჩერდებით, ვამჟღავნებთ ნამდვილ ემოციებს, ვამახვილებთ ყურადღებას იმაზე, რაც გაგვაჩნია და იმაზე, რაც არ გვაქვს გარანტირებული - ხვალინდელი დღე." - წერს სოციალურ ქსელში ალ ჰილალის ფეხბურთელი.
ოფიციალურად: ლივერპულმა 20-ნომრიანი მაისური ხმარებიდან სამუდამოდ ამოიღო