ლივერპულის ექს-ფეხბურთელი, ტრენტ ალექსანდრ-არნოლდი, დიოგუ ჟოტას ემშვიდობება.
დიოგუ ჟოტა - ღიმილიანი შემართება
პორტუგალიელი შემტევი დღეს, 3 ივლისს, უმცროს ძმასთან ერთად ავტოკატასტროფაში გარდაიცვალა.
„ძალიან რთულია სწორი სიტყვების პოვნა მაშინ, როცა ტვინს და გულს უჭირს შეგუება, რომ ადამიანი, რომელიც ასე გიყვარს და გაღელვებს, აღარ არის.
დიოგუ, შენი ოჯახი შენი სამყარო იყო, შენი ყველაფერი. ჩვენი ყველას გულები განადგურებულია შენი ოჯახის, შვილების, მშობლების და ასევე ძმის გამო. ძმებთან ერთად თქვენ საუკეთესო მეგობრებიც იყავით.
როცა ტკივილი ცოტათი გადავა, მინდა ღიმილიანი დიოგუ დავიმახსოვრო. ერთად უამრავი სახალისო და ბედნიერი მომენტი გადაგვხვდა. ის იყო დიდებული თანაგუნდელი და ნამდვილი მეგობარი.
სამუდამოდ ნომერი 20. მშვიდად განისვენე, დიოგუ." - წერს სოციალურ ქსელში რეალის ფეხბურთელი.