ლივერპულმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ დიოგუ ჟოტას ხსოვნის საპატივცემლოდ, 20-ნომრიან მაისურს ხმარებიდან სამუდამოდ ამოიღებს.
დიოგუ ჟოტა - ღიმილიანი შემართება
28 წლის პორტუგალიელი ფეხბურთელი დღეს, 3 ივლისს, თავის ძმასთან ერთად ტრაგიკულად, ავტოკატასტროფაში გარდაიცვალა.
„ნომერი 20 სამართლიანად დარჩება უკვდავად ლივერპულის 2024/25 წლების ჩემპიონობაში შეტანილი წვლილისთვის, რომელიც კლუბის ისტორიაში მე-20 ტიტულიც აღმოჩნდა.
მერსისაიდულ დერბიში, ფანების წინაშე თავის სტილში გატანილი გამარჯვების გოლი კი - სამწუხაროდ, მის კარიერაში უკანასკნელი აღმოჩნდა." - წერია კლუბის განცხადებაში.
"ეგრევე მივხვდი, რომ ფანებს ის განსაკუთრებით უყვარდათ", - სლოტი ჟოტას ვრცელი წერილით დაემშვიდობა