-
Aa
+
ფონტის ზომა
საქართველოს ეროვნული ნაკრები წლის ბოლო მატჩებისთვის მზადებას განაგრძობს. 13 ნოემბერს გუნდმა საგურამოში სრული შემადგენლობით ივარჯიშა.
მოახლოებული მატჩებისა და შეკრების შესახებ კომენტარი ბუდუ ზივზივაძემ გააკეთა.
"წლის ბოლო შეკრებაა. ორი შეხვედრა გველის და ყველას გვსურს, რომ პოზიტიურად დავასრულოთ სანაკრებო წელი. ოქტომბრის შეკრება არ იყო ისეთი, როგორც გვსურდა, თუმცა ვეცდებით, რომ ახლა გამოვასწოროთ ჯგუფში ვითარება და დავბრუნდეთ იქ, სადაც სექტემბრის შეკრების შემდეგ ვიყავით.
მზად ვართ, რაც მთავარია, ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელად არის და მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ ქართველი გულშემატკივარი კიდევ ერთხელ გავახაროთ". - ბუდუს სიტყვებს ეროვნული ნაკრების გვერდი ციტირებს.
წლის ბოლო საშინაო მატჩს ნაკრები ბათუმში, აჭარაბეთ არენაზე 16 ნოემბერს, უკრაინის წინააღმდეგ ჩაატარებს. 19 ნოემბერს ეროვნული გუნდი ჩეხეთს, ქალაქ ოლომოუცში ესტუმრება.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები