სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
პარიზის 2024 წლის პარალიმპიადაზე ქართველი პარასპორტსმენების წარმატებული გამოსვლა გრძელდება.
დღეს პარაძიუდოში კაცთა -60 კგ. წონით კატეგორიაში საქართველოს სახელით ზურაბ ზურაბიანი წარსდგა. მან ასპარეზობა 1/4 ფინალური ეტაპიდან დაიწყო, სადაც ჩილელი იოჰან ერერა ვაზარით დაამარცხა.
1/2 ფინალში ქართველის მეტოქე ალჟირელი იშაკ ულდკუიდერი იყო. შეხვედრის ბედი გაფრთხილებებმა გადაწყვიტა და ზურაბიანი ფინალში გავიდა.
ზურაბი პარალიმპიადის ფინალში ოქროს მედლისთვის უზბეკ შერზოდ ნამოზოვს შეხვდება. ფინალური ბლოკი 18:00 საათზე დაიწყება.
ეს პარიზში საქართველოს დელეგაციის მე-5 გარანტირებული მედალია - ანა ჯაფარიძე (ბრინჯაო), გიგა ოჩხიკიძე (ოქრო), ნინო თიბილაშვილი (ბრინჯაო), ვლადიმერ ჭინჭარაული (ვერცხლი), ზურაბ ზურაბიანი (ოქრო ან ვერცხლი).
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები