• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო

სპორტის გურუ

ქვიზები

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ზვიგენი თოფურიას მენტალიტეტით - რამდენად კარგია კვარას ახალი გუნდელი
ფეხბურთიფეხბურთი

ზვიგენი თოფურიას მენტალიტეტით - რამდენად კარგია კვარას ახალი გუნდელი

1 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

ვალენსია, მანჩესტერ სიტი, ბარსელონა და ახლა უკვე პარი სენ-ჟერმენი - ეს იმ სუპერკლუბების ჩამონათვალია, რომლებშიც ესპანეთის ნაკრებისთვის მეორე მსოფლიო თასის მომტან, ფერან ტორეს გარსიას უთამაშია თუ აწი ითამაშებს. დღევანდელ ბლოგში პსჟ-ს ახალწვეულის კარიერაზე, შედეგებსა და მიღწევებზე მოგიყვებით.


ვალენსია 


ფერანი ვალენსიასთან ახლოს, ფოიოსში 2000 წლის 29 იანვარს დაიბადა და 6 წლის ასაკში ვალენსიას აკადემიას შეუერთდა - განსაკუთრებულ თარიღში დაბადებულს ბავშვობაშივე უწინასწარმეტყველებდნენ განსაკუთრებულ კარიერას. ტორესის პროფესიონალური საფეხბურთო თავგადასავალი კი ლოგიკურად მესტალიაზე, ვალენსიას მთავარ გუნდში დაიწყო. 


ახალგაზრდა ტალანტი შეუმჩნევლად არც ესპანეთის ასაკობრივი ნაკრებების მწვრთნელებს დარჩენიათ - ფერანმა ფურია როხას 17, 19 და 21-წლამდელთა ნაკრებებში საკმაოდ ბევრი მატჩი ჩაატარა და 17 და 19-წლამდე ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონიც გახდა. ტორესის დებიუტი ვალენსიაში 2017 წელს შედგა - მიუხედავად იმისა, რომ შემტევმა ღამურების მაისურით ჩატარებულ 97 მატჩში მხოლოდ 9 გოლისა და 12 საგოლე გადაცემის მოგროვება შეძლო, მესტალიას აუდიტორიას თავი მაინც შეაყვარა. 



ტორესმა ვალენსიასთან ერთად ესპანეთის სამეფო თასი მოიგო, რაც უკანასკნელ 17 წელიწადში ღამურების ერთადერთი ტიტულია - ფერანი გამორჩეული იყო ვალენსიას დღემდე ბოლო ჩემპიონთალიგურ კამპანიაში (2019/20), რის შემდეგაც მას თვალი პეპ გვარდიოლამ დაადგა - მანჩესტერ სიტიმ ვალენსიას 20 წლის ესპანელის სანაცვლოდ 33 მილიონი ევრო გადაუხადა. მანჩესტერში გადაბარგებიდან ერთ თვეში ფერანი ლუის ენრიკემ ნაკრებში იხმო - ესპანელმა მეორე მატჩშივე გაიტანა, ხოლო ორ თვეში ესპანეთმა გერმანიას 6:0 სძლია და ერთა ლიგის ფინალური ეტაპის საგზური მოიპოვა - ფერანმა ნოიერის კარი სამჯერ აიღო.



მანჩესტერ სიტი


ფერანი პეპის გუნდის ძირითადი შემადგენლობის წევრი არასდროს ყოფილა, თუმცა ესპანელი გვარდიოლას როტაციაში გაცილებით შედეგიანი გახდა - მანჩესტერში გატარებულ სეზონ-ნახევარში ტორესმა 43 მატჩში მიიღო მონაწილეობა, სადაც 16 გოლსა და 4 საგოლე გადაცემას მოუყარა თავი. მათ შორის 4 გოლის გატანა მხოლოდ 7 ჩემპიონთალიგურ მატში მოასწრო და გულზე ვერცხლის მედალიც ჩამოიკიდა. გარდა ამისა, ტორესი მანჩესტერ სიტისთან ერთად პრემიერ ლიგისა და ინგლისის ლიგის თასის გამარჯვებული გახდა.


9 პრემიერლიგური გოლიდან სამი ფერანმა ნიუკასლ იუნაიტედს გაუტანა - სენტ-ჯეიმზ პარკზე გამართული შვიდგოლიანი თრილერი ფერანის მანჩესტერული კარიერის იშვიათი გამობრწყინებაა. უნდა აღინიშნოს რომ ესპანელის პირველი გოლი ნამდილი შედევრი გამოვიდა.


მიუხედავად იმისა, რომ 2021/22 წლების სეზონი ფერანმა ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო და მესამე ტურში არსენალთან დუბლიც შეასრულა, ესპანელისთვის ცუდად გაგრძელდა - პეპმა ჯერ ის სკამზე გადასვა, ხოლო მალევე საკმაოდ მძიმე ტრავმა მიიღო, რის გამოც სამი თვე გაუცდა. ამასობაში მძიმე დღეში ჩავარდნილი ბარსელონას საშველად ჩავი ერნანდესი მოვიდა - ტორესი ლეგენდარული ესპანელის სატრანსფერო სიაში ერთ-ერთ მოწინავე ვარიანტს წარმოადგენდა. 21 წლის შემტევი არც გვარდიოლამ დააკავა - ბარსამ ესპანელის სანაცვლოდ სიტის 55 მილიონი ევრო გადაუხადა.



ბარსელონა


ფერანს ჰქონდა უნარები, რაც ჩავის ძალიან მოსწონდა - შეტევაში ყველა პოზიციაზე თამაშის შესაძლებლობა და გამოცდილება, სივრცეების ათვისებისა და გახსნის ბრწყინვალე უნარი და მაღალი სათამაშო IQ. ესპანელი იდეალურად ერგებოდა ბარსელონას სათამაშო ფილოსოფიასა და სქემას, თუმცა იყო პრობლემა, რომელიც ტორესმა ბოლომდე დღემდე ვერ აღმოფხვრა - დაგვირგვინება. 


მიუხედავად იმისა, რომ სადებიუტო ოთხ თვეში ფერანმა ბარსელონას 13 გოლში მიიღო მონაწილეობა, ესპანელი უამრავ მომენტს აფუჭებდა, რაც ხშირად გულშემატკივრის მხრიდან ქილიკის მიზეზი ხდებოდა. ამ მხრივ გამორჩეული იყო ბარსელონასა და ნაპოლის დაპირისპირება ევროპა ლიგაზე, რომლის შემდეგაც ფერანმა ცრემლები ვერ შეიკავა. 



2021/22 წლების სეზონის მეორე ნახევრის შემდეგ, ფერანმა ბარსელონაში კიდევ ოთხი სრული სეზონი დაჰყო - ჩავი ფერანს უფრო ფლანგის მოთამაშედ ხედავდა და სწორედ ამიტომ, პირველი ორი სეზონი ესპანელმა უფრო ფლანგებზე გაატარა ვიდრე ცენტრფორვარდის პოზიციაზე. სიტუაცია ჰანსი ფლიკის მოსვლის შემდეგ შეიცვალა. ფერანის გაცენტრფორვარდებას რამდენიმემ პირობამ შეუწყო ხელი - ლევანდოვსკის როტაციის აუცილებლობამ, ლამინ იამალის გამოჩენამ და რაფინიას ათამაშებამ.


ფლიკის პირველ სეზონში ფერანი რობერტ ლევანდოვსკის შემცვლელად ჩამოყალიბდა, ხოლო უკანასკნელ 2025/26 წლების სეზონში კი პოლონელზე მეტ მატჩშიც მიიღო მონაწილეობა - ამის მიზეზი ვეტერანი ცენტრფორვარდის ტრავმები და ცუდი სათამაშო ფორმაც იყო. 


ფერანმა სულ კატალონიურ კლუბში 207 მატჩში მიიღო მონაწილეობა - სადაც 65 გოლი გაიტანა და 23 საგოლო გადაცემა შეასრულა. მათ შორის 4 გოლი და 4 ასისტი ესპანელს მადრიდის რეალის წინააღმდეგ უგროვდება. ფერანმა ბარსელონაში გატარებულ ოთხ სეზონ ნახევარში სამჯერ მოიგო ლა ლიგა, ერთხელ ესპანეთის სამეფო თასი და სამჯერ ესპანეთის სუპერ თასი. 2024/25 წლების სეზონში ტორესი კოპა დელ რეის საუკეთესო მეგოლეც გახდა - ბარსას შვიდიანმა თასზე 6 გოლი გაიტანა.



ფერანის კუმირი - ზვიგენის მენტალიტეტი


ტორესის თქმით, მას ცხოვრებაში რთული პერიოდები არაერთხელ ჰქონია, როგორც კარიერული, ასევე მენტალური ჯანრთელობის მხრივ - მისი აზროვნების სტილის მკვეთრ ცვალებადობას ფერანი თავის კუმირთან, ილია თოფურიასთან შეხვედრას უკავშირებს. 


ილიას პირველად მისი ბრძოლის წინ შევხვდი. როცა ვკითხე თუ რას ელოდა ბრძოლისგან, მითხრა - ერთი რაუნდიც ვერ გამიძლებს - ვიფიქრე, ვაუ, მეც მინდა ასეთი ვიყო. სხვა ფერანი ჩავედი და უკან სხვა დავბრუნდი.



“ფიტნეს-მწვრთნელს ვუთხარი, რომ ყოველდღე, დღეში ორჯერ მინდოდა ვარჯიში. დიეტოლოგს ვუთხარი, რომ სამი კილოგრამის დაკლება მინდოდა, ფიზიოთერაპევტს კი - რომ ორსაათიანი პროცედურები მჭირდებოდა. ეს საკითხი განხილვას არ ექვემდებარებოდა. ის, რაც ელიტურ დონეზე გაჩერებს, დისციპლინა და თანმიმდევრულობაა. მოტივაცია ხან არის, ხან არა და ის ყველაზე დიდი მიზნის მიღწევაში ვერ დაგეხმარება. მათ ვუთხარი, რომ ცვლილებას ვაპირებდი და მინდოდა, ამ „უხილავ სამუშაოში“ ჩემთან ერთად ყოფილიყვნენ.“ - განაცხადა ფერან ტორესმა ინტერვიუში.


ფერანის მეტსახელი ზვიგენიც ილია თოფურიას უკავშირდება - ტორესმა თანაგუნდელებს ილიას ინტერვიუს შესახებ მოუყვა - სადაც ის ამბობს, რომ პატარა თევზებით სავსე წყალში ის ზვიგენია - ამის შემდეგ ბარსას წევრებმა ფერანს El Tiburón შეარქვეს, რაც ქართულად ზვიგენს ნიშნავს. მას შემდეგ ილია და ფერანი ერთად არაერთხელ შენიშნეს, მათ შორის მსოფლიო თასის დასრულების შემდეგ იბიცაზე.



ფურია როხა და ახალი თავი


როგორც ზემოთ გითხარით, ტორესის დებიუტი ნაკრებში 2020 წელს, სწორედ იმ მწვრთნელის სურვილით შედგა, რომელიც მას ახალი სეზონიდან გაწვრთნის - მას შემდეგ ფერანმა ფურია როხას მაისური 65-ჯერ მოირგო, რა დროშიც 25-ჯერ გაიტანა, ხოლო 9-ჯერ თანაგუნდელებს გაატანინა. მონაწილეობა მიიღო არაერთ სანაკრებო ტურნირში, მათ შორის ორ ევროპისა და ორ მსოფლიო ჩემპიონატზე. 


მნიშვნელოვანი ფიგურაა ფერანი დე ლა ფუენტეს ნაკრებშიც - 26 წლის ესპანელის სწორედ ის როლი აქვს რაც დიდი ალბათობით ლუის ენრიკეს გუნდში ექნება. მნიშვნელოვანი მოთამაშე როტაციაში, რომლის გამოყენებაც სხვადასხვა დროს, სხვადასხვანაირადაა შესაძლებელი და იდეალურ შემთხვევაში მუნდიალის მომგებ გოლსაც გაიტანს.



ფერანისა და ბარსელონას ოთხწლიანი ურთიერთობა დასრულდა - მსოფლიო ჩემპიონი ესპანელის ცხოვრებაში ახალი ეტაპი კარგად ნაცნობ მწვრთნელთან ერთად დაიწყო. პარიზულმა კლუბმა ახალი “ცხრიანის” სანაცვლოდ ბარსელონას 48.5 მილიონი ევრო გადაუხადა.


ნიკოლოზ კვარაცხელია

ნიკოლოზ კვარაცხელია

ბარსელონა
ფერან ტორესი
პსჟ
ხვიჩა კვარაცხელია

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

ოფიციალურად: სერხიო ბუსკეტსი ბარსელონაში დაბრუნდა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ოფიციალურად: სერხიო ბუსკეტსი ბარსელონაში დაბრუნდა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

იბერია ევროპა ლიგაზე? - ქართველების კვირა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

იბერია ევროპა ლიგაზე? - ქართველების კვირა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

რეალის კოშმარი: გაიმეორებს მადრიდი საფრანგეთის ბედს?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

რეალის კოშმარი: გაიმეორებს მადრიდი საფრანგეთის ბედს?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

FC 27 - რა რეიტინგი ექნება ხვიჩა კვარაცხელიას?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

FC 27 - რა რეიტინგი ექნება ხვიჩა კვარაცხელიას?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

6 სთ წინ

ოფიციალურად: სერხიო ბუსკეტსი ბარსელონაში დაბრუნდა

News image

6 სთ წინ

იბერია ევროპა ლიგაზე? - ქართველების კვირა

News image

5 სთ წინ

რეალის კოშმარი: გაიმეორებს მადრიდი საფრანგეთის ბედს?

News image

2 სთ წინ

FC 27 - რა რეიტინგი ექნება ხვიჩა კვარაცხელიას?

კომენტარები

ლინკის დაკოპირება