ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
14 დღის წინ · 1 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ბარსელონა ჩავის შენარჩუნების იმედს არ კარგავს, მაგრამ შემცვლელებზე მუშაობა მაინც უწევს.
ესპანელი სპეციალისტი ყოველ პრესკონფერენციაზე იმეორებს, რომ გადაწყვეტილებას არ შეიცვლის და კლუბს სეზონის ბოლოს დატოვებს.
თუ კატალონიურ გამოცემა Sport-ს დავუჯერებთ, ბარსელონას ხელმძღვანელობამ უკვე გადაწყვიტა, რომ თუ სეზონის ბოლოს ჩავი მაინც წასვლას გადაწყვეტს, მის ნაცვლად მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე კლუბის ლეგენდარული მცველი და ამჟამად მეორე გუნდის თავკაცი, რაფა მარკესი დაინიშნება.
ხელმძღვანელობის მხრიდან მარკესზე საბოლოო არჩევნის შეჩერებას რამდენიმე მიზეზი აქვს:
1) მისი შედეგები ბარსას მეორე გუნდში
2) ის კლუბის ახალგაზრდებს კარგად იცნობს
3) კარგად არის ჩახედული კლუბის ეკონომიკურ სიტუაციაში
4) კარგი ურთიერთობა აქვს ლაპორტასთან და დეკუსთან
5) თანამშრომლობს აგენტ ჟორჟე მენდეშთან, რომელთანაც ბარსას საუცხოო ურთიერთობა აქვს.
კომენტარები
10 საათის წინ
1 დღის წინ
10 საათის წინ