ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
უსმან დემბელემ ბარსელონას 4:1 დამარცხებასა და ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გასვლაზე ისაუბრა.
„ყველას გვჯეროდა, რომ პირველი მატჩის წაგების მიუხედავად, შემდეგ ეტაპზე გასვლა შეგვეძლო არ დავნებდით, ვიცოდით, რომ გოლები აქაც გავიდოდა. გუნდმა დიდ შედეგს მიაღწია.
მთელი კვირა მწვრთნელთან ერთად ტაქტიკურად ვემზადებოდით, მისი ტაქტიკა იდეალური გამოდგა. მართალია პირველი გოლი გავუშვით, მაგრამ ამან ფსიქოლოგიურად ვერ გაგვტეხა და რწმენა გავაგრძელეთ.
ნახევარფინალში გასვლა დიდი მოვლენაა. უკანასკნელად, როცა პსჟ ნახევარფინალში იყო, ფინალშიც შეძლო გასვლა და იმედი გვაქვს, რომ წელს უემბლიზე ვითამაშებთ. თუმცა, ახლა ლიონთან უიქენდის მატჩისთვის უნდა მოვემზადოთ და მხოლოდ ამის შემდეგ დავიწყოთ ნახევარფინალზე ფიქრი." - აღნიშნა დემბელემ.
1/2 ფინალურ მატჩში პსჟ დორტმუნდის ბორუსიას დაუპირისპირდება.
კომენტარები
6 საათის წინ
5 საათის წინ