ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
13 დღის წინ · 1 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ლუის ენრიკემ ისაუბრა ოთხ მწვრთნელზე, რომლებმაც სხვადასხვა დროს ბარსელონა გამოიარეს, ახლა კი ლიგის 1/4 ფინალში არიან.
პეპ გვარდიოლა, ჩავი, ლუის ენრიკე და მიკელ არტეტა სხვადასხვა დროს ბარსელონაში თამაშობდნენ ან მუშაობდნენ.
„ეს სასწაულია, ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში ოთხი ბარსა გამოვლილი მწვრთნელი გავიდა.
არ ვიცი, ვის უფრო მეტი ბარსელონას დნმ-ი აქვს, მაგრამ რვა გუნდი ნამდვილ შოუს გვთავაზობს და ბევრ გოლს იტანს, ეს ფეხბურთის დღესასწაულია. არ ვიცი, გასულა თუ არა მეოთხედფინალების პირველ მატჩში ოდესმე ამდენი გოლი. ეს ფეხბურთის დნმ-ს ნიშნავს. ვულოცავ ყველა კოლეგას.
ყველაფერს, რასაც ჩავიზე ვიტყვი, არასწორად გაიგებენ. მაგრამ, ვისურვებდი მისი ფეხბურთელი ვყოფილიყავი. ყველას სამწუხაროდ მხოლოდ დაპირისპირების წარმოქმნა აინტერესებს. თუმცა, არ ვაპირებ წინა კვირაში ნათქვამ სიტყვებზე უარის თქმას [რომ ბარსელონას ფილოსოფიას ის უფრო განასახიერებს, ვიდრე ჩავი - ავტ].
სიამოვნებით ვიმუშავებდი ლუის არაგონესთან ან პეპ გვარდიოლასთანაც. ჩავი, თავის მხრივ, ნამდვილი ტოპია - მისი შედეგები ამას ამტკიცებს." - აღნიშნა ესპანელმა.
მატჩი ბარსელონა - პსჟ დღეს სტადიონ მონტჟუიკზე, 23:00 საათზე გაიმართება.
კომენტარები
7 საათის წინ
7 საათის წინ