ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
მაურისიო პოჩეტინომ ევერტონთან მატჩში მოთამაშეებს შორის მომხდარ ინციდენტზე ისაუბრა.
"პალმერი პენალტის დამრტყმელია. ეს აღარ მოხდება, მოთამაშეები ბავშვებივით აღარ უნდა მოიქცნენ."
"ეს სირცხვილია. ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ ბოლოჯერ ვუშვებ ასეთ ქცევას. ეს ხუმრობა არ არის."
"კიდევ ერთხელ ვამბობ, პენალტის დამრტყმელი კოულ პალმერია." - განაცხადა ჩელსი მთავარმა მწვრთნელმა.
შეგახსენებთ, რომ როცა ევერტონის კარში პენალტი დაინიშნა, პალმერთან ერთად დარტყმის სურვილი ნიკოლას ჯექსონმა და ნონი მადუეკემაც გამოთქვეს და წაიკამათეს კიდეც, საბოლოოდ თერთმეტმეტრიანი 21 წლის ინგლისელმა დაარტყა და პოკერიც შეასრულა, ჩელსიმ კი მეტოქე 6-0 გაანადგურა.
კომენტარები
9 საათის წინ
11 საათის წინ
6 საათის წინ
1 დღის წინ