ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
გ
გიორგი ლემონჯავა
13 დღის წინ · 1 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ევროპა ლიგაზე ნახევარფინალის ყველა მონაწილე ცნობილი გახდა.
რომამ მილანთან პირველ მატჩში დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანა და ორი მატჩის ჯამში 3:1 იმარჯვა.
ლევერკუზენმა ისევ არ წააგო და ვესტ ჰემს ორი მატჩის ჯამში 3:1 მოუგო.
ლივერპულმა ატალანტასთან ენფილდზე სენსაციური 0:3 წაგების შემდეგ სიტუაცია ვერ დაატრიალა და ორი მატჩის ჯამში ასევე 1:3 წააგო.
ყველაზე გვიან კი ბოლო ნახევარფინალისტი, მარსელსა და ბენფიკას შორის გაირკვა. პირველი მატჩი პორტუგალიელებმა 2:1 მოიგეს, საპასუხო კი ფრანგებმა 1:0. საბოლოოდ, ყველაფერი პენალტების სერიამ გადაწყვიტა, სადაც ლისაბონურმა კლუბმა ორი თერთმეტმეტრიანი გააცუდა და 3:2 წააგო. არწივების მხრიდან პენალტი დი მარიამ და ანტონიო სილვამ ვერ გამოიყენეს.
ამრიგად, ევროპა ლიგის ნახევარფინალებში ასეთი წყვილები მივიღეთ:
2 მაისი
რომა - ლევერკუზენი
მარსელი - ატალანტა
9 მაისი
ლევერკუზენი - რომა
ატალანტა - მარსელი.
კომენტარები
3 დღის წინ
7 დღის წინ
4 დღის წინ
3 დღის წინ