ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
NBA-ში პლეიოფის მონაწილე ბოლო გუნდები ირკვევა.
Play-In ტურნირში ერთმანეთს საკრამენტო კინგსი და გოლდენ სტეიტ უორიორსი დაუპირისპირდნენ. შეხვედრა საკრამენტოს გამარჯვებით 118-94 დასრულდა.
მოგებულ გუნდს კიგან მიურეიმ (32 ქულა) და დეაარონ ფოქსმა (24 ქულა) ულიდერეს. გოლდენის მხრიდან კი ყველაზე მეტი 22 ქულა სტეფ კარიმ დააგროვა.
უორიორსისთვის სეზონი დასრულდა და გუნდი პლეიოფს მიღმა დარჩა, საკრამენტო კი გადამწყვეტ მატჩში ნიუ ორლეან პელიკანსს შეხვდება.
პლეიოფის საგზური მოიპოვა ლოს ანჯელეს ლეიკერსმა, რომელმაც სწორედ პელიკანსი დაამარცხა 106-110.
ზაიონ უილიამსონის 40-ქულიანმა პერფორმანსმა შედეგი ვერ მოიტანა. გამარჯვებული გუნდის მხრიდან კი სამმა მოთამაშემ დააგროვა 20+ ქულა: ლებრონ ჯეიმსი (23), დიანჯელო რასელი (21) და ენტონი დევისი (15). ლებრონს 9 მოხსნა და 9 შედეგიანი გადაცემაც ჰქონდა, დევისს კი 15 მოხსნა.
ლეიკერსი პლეიოფში დენვერ ნაგეთსს დაუპირისპირდება.
პლეიოფი სტარტს 21 აპრილს აიღებს.
კომენტარები
22 საათის წინ
1 საათის წინ
1 საათის წინ
23 საათის წინ