• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

სპორტის გურუ

ქვიზები

მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
10 ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი მუნდიალებზე
მსოფლიო 2026მსოფლიო 2026

10 ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი მუნდიალებზე

2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

დღევანდელობის ერთ-ერთმა გამორჩეულმა ფეხბურთელმა ლამინ იამალმა მსოფლიო თასზე 18 წლისა და 337 დღის ასაკში ითამაშა, რაც მუნდიალებზე ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელების საუკეთესო ათეულთან ახლოსაც არაა. ამ სიაში მოხვდა მექსიკის ნაკრების 17 წლის ტალანტი ჟილბერტო მორა - დღევანდელ ბლოგში მორასა და კიდევ 9 ფეხბურთელზე მოგიყვებით, რომლებმაც მუნდიალზე თამაში ყველაზე ახალგაზრდულ ასაკში მოახერხეს.


10. კარვალიო ლეიტე


ბოტაფოგოს ლეგენდამ, კარვალიო ლეიტემ 1930 წლის სადებიუტო მსოფლიო თასზე 18 წლისა და 25 დღის ასაკში ითამაშა - რიოელი ფეხბურთელის დებიუტი ბოლივიასთან მატჩში შედგა.



9. იუსუფა მუკოკო 


არც ისე დიდი ხნის წინ გერმანიის ამომავალმა ვარსკვლავმა მუნდიალზე 18 წლისა და 3 დღის ასაკში ითამაშა - დორტმუნდის ვუნდერკინდის დებიუტი იაპონიის წინააღმდეგ, 2022 წლის მსოფლიო თასზე შედგა.



8. რიგობერტ სონგი


ლეგენდარულმა კამერუნელმა მცველმა პირველად მუნდიალზე 17 წლისა და 354 დღის ასაკში ითამაშა - სონგის დებიუტი 1994 წლის მსოფლიო თასზე შვედეთის წინააღმდეგ შედგა. კამერუნელი ასევე ზინედინ ზიდანთან ერთად მუნდიალების ისტორიაში ყველაზე მეტი წითელი ბარათის რეკორდს ფლობს - ზინედინიც და რიგობერტიც მოედნიდან ორ-ორჯერ გააძევეს.



7. ბართლომეუ ეგბეჩე


ნიგერიელმა ფორვარდმა მსოფლიო თასზე 17 წლისა და 244 დღის ასაკში ითამაშა - ნიგერიული ლობი სტარის ფეხბურთელის დებიუტი 2002 წლის მუნდიალზე არგენტინასთან მატჩში შედგა.



6. ჟილბერტო მორა


ტიხუანას ნახევარმცველი 2026 წლის მუნდიალის ერთ-ერთი გამორჩეული ახალგაზრდა ფეხბურთელი იყო. ჟილბერტოს დებიუტი პირველივე მატჩში შედგა - 17 წლისა და 240 დღის ფეხბურთელმა სამხრეთ აფრიკის წინააღმდეგ ითამაშა. მორა ტურნირის განმავლობაში აგირეს გუნდის ძირითადი შემადგენლობის წევრადაც ჩამოყალიბდა.



5. პელე


17 წლისა და 235 დღის ედსონ არანტეს დო ნასიმენტოს დებიუტი მსოფლიო თასზე 1958 წელს საბჭოთა კავშირის ნაკრების წინააღმდეგ შედგა. 4 დღეში ბრაზილიამ პელეს გოლით უელსს სძლია და ნახევარფინალის საგზური მოიპოვა. ნახევარფინალში 17 წლის პელემ ფრანგები სამჯერ დაამწუხრა, ხოლო ფინალში შვედები ორჯერ. 17 წლის ფორვარდმა სადებიუტო მუნდიალი 6 გოლით დაასრულა და 17 წლისა და 249 დღის ასაკში გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელსაც ოდესმე მსოფლიო თასი მოუგია - ბრაზილიელის რეკორდი დღემდე ხელშეუხებელია.



4. სალომონ ოლემბე


კამერუნელი ნახევარმცველის დებიუტი მსოფლიო თასზე 1998 წელს 17 წლისა და 185 დღის ასაკში ავსტრიის წინააღმდეგ შედგა.  ოლემბე პირველი ტურის მატჩში სათადარიგო სკამიდან 65-ე წუთზე ჩაერთო, შემდეგ კი ძირითადი შემადგენლობის წევრად ჩამოყალიბდა და კამერუნის ნაკრებს 2002 წლის მუნდიალზეც დაეხმარა.




3. ფემი ოპაბუნმი


ნიგერიელ ვინგერს ეროვნულ გუნდში სულ 6 თამაში აქვს ჩატარებული, აქედან ერთი მსოფლიო თასზე ინგლისის წინააღმდეგ - ოპაბუნმის მუნდიალური დებიუტი 2002 წელს 17 წლისა და 101 დღის ასაკში შედგა.




2. სამუელ ეტო’ო


მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდის დებიუტი მუნდიალზე 1998 წელს შედგა. საფრანგეთში გამართულ მსოფლიო თასზე კამერუნელმა ფორვარდმა მხოლოდ 24 წუთი ითამაშა - ეტო’ომ იტალიის ნაკრების წინააღმდეგ 17 წლისა და 99 დღის ასაკში ითამაშა. აფრიკელმა მუნდიალებზე ასპარეზობა 2002, 2010 და 2014 წლებშიც მოასწრო და ჯამში 8 მატჩში 3 გოლისა და ერთი საგოლე გადაცემის მოგროვებაც მოასწრო.




1. ნორმან უაითსაიდი


ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელსაც მსოფლიო თასზე უთამაშია მანჩესტერ იუნაიტედისა და ევერტონის ყოფილი მოთამაშე ნორმან უაითსაიდია. ჩრდილოირლანდიელის დებიუტი  ეროვნულ გუნდში 1982 წლის მუნდიალზე 17 წლისა და 41 დღის ასაკში შედგა - იუნაიტედის შემტევმა ჩრდილოირლანდიელების სამუნდიალე კამპანიის ხუთივე მატჩში ძირითად შემადგენლობაში ითამაშა.



ნიკოლოზ კვარაცხელია

ნიკოლოზ კვარაცხელია

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

ტოტენჰემი მასტანტუონოსთვის ბრძოლას აპირებს

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ტოტენჰემი მასტანტუონოსთვის ბრძოლას აპირებს
•ფეხბურთი

ფეხბურთი

სენსაციური აღმოჩენა: მესის ბრაზილიური ფესვები ოფიციალურად დადასტურდა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

სენსაციური აღმოჩენა: მესის ბრაზილიური ფესვები ოფიციალურად დადასტურდა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ლიონელ მესის ბრაზილიის ნაკრებში თამაში შეეძლო?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ლიონელ მესის ბრაზილიის ნაკრებში თამაში შეეძლო?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ოფიციალურად: სილვას ნაცვლად ატლეტიკომ პსჟ-ს ვარსკვლავი დაიმატა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ოფიციალურად: სილვას ნაცვლად ატლეტიკომ პსჟ-ს ვარსკვლავი დაიმატა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

1 სთ წინ

ტოტენჰემი მასტანტუონოსთვის ბრძოლას აპირებს

News image

9 წთ წინ

სენსაციური აღმოჩენა: მესის ბრაზილიური ფესვები ოფიციალურად დადასტურდა

News image

6 წთ წინ

ლიონელ მესის ბრაზილიის ნაკრებში თამაში შეეძლო?

News image

2 წთ წინ

ოფიციალურად: სილვას ნაცვლად ატლეტიკომ პსჟ-ს ვარსკვლავი დაიმატა

კომენტარები

ლინკის დაკოპირება