ქართველმა ნიჩბოსნებმა კვიპროსის საერთაშორისო რეგატაზე 18 მედალი მოიპოვეს.
კვიპროსის ქალაქ ლიმასოლში გამართულ საერთაშორისო რეგატაზე საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ფენომენალური შედეგი აჩვენა და ტურნირი 18 მედლით დაასრულა.
ქართველმა სპორტსმენებმა 13 ოქროს, 4 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედლის მოპოვება შეძლეს.
ქართველი ნიჩბოსნების მონაგარი დისტანციებისა და სახეობების მიხედვით ასე გადანაწილდა:
მიქაელ როყვა (კანოე) -
500 მ - I ადგილი,
200 მ - I ადგილი;
მარიამ წიკლაური (კანოე) -
500 მ - I ადგილი,
200 მ - I ადგილი;
საბა მალანია (კანოე) -
500 მ - I ადგილი,
200 მ - I ადგილი;
ნინო ხარჩილავა (კაიაკი) -
500 მ - II ადგილი,
200 მ - I ადგილი;
იოანე ნებიერიძე (კანოე) -
500 მ - II ადგილი,
200 მ - I ადგილი;
ომეხ გაბედავა (კანოე) -
500 მ - II ადგილი,
200 მ - I ადგილი;
მათე ღამბაშიძე (კაიაკი) -
500 მ - III ადგილი,
200 მ - II ადგილი