იტალიური გამოცემა Gazzetta-ს ცნობით, რომა მზადაა გიორგი კვერნაძის სანაცვლოდ 25 მილიონი ევრო გადაიხადოს.
დედაქალაქელთა მთავარი მწვრთნელი ჯან პიერო გასპერინი 23 წლის ქართველ გარემარბს მთავარ სამიზნედ მიიჩნევს და ბაინო-გიტენსზე წინაც აყენებს.
მედია ხაზს უსვამს, რომ კვერნაძის სტილი იდეალურად ერგება გასპერინის მოთხოვნებს. კერძოდ, სივრცეებში შეჭრის უნარი და ერთ-ერთზე თამაშის ოსტატობა. მიმდინარე სეზონში გიორგის სერია A-ში დრიბლინგების საუკეთესო მაჩვენებელი აქვს (30-დან 16 წარმატებული), რაც რომას შეტევაში მნიშვნელოვნად დაეხმარება.
ქართველის მიმართ ინტერესი სულ უფრო იზრდება. რომას გარდა, სიტუაციას აქტიურად აკვირდება დორტმუნდი, ხოლო ინგლისურმა ჰალ სიტიმ ფეხბურთელზე ოფიციალური ინფორმაციაც კი გამოითხოვა.
შეგახსენებთ, რომ კვერნაძეს ფროზინონესთან კონტრაქტი 2028 წლამდე აქვს. Transfermarkt-ზე მისი ფასი 4-დან 8 მილიონ ევრომდე გაიზარდა, რაც მოედანზე მის პროგრესს პირდაპირ ასახავს. სერია A-ს საწყისი 5 ტურიდან 4 მატჩში მან საგოლე მოქმედება შეასრულა.