საქართველოს 21-წლამდე ნაკრები, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობას, ლატვიასთან და მალტასთან საშინაო მატჩებით განაგრძობს.
რამაზ სვანაძის გუნდი ლატვიას 27 მარტს, ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე დაუპირისპირდება, ხოლო მალტას იმავე მოედანზე, 31 მარტს უმასპინძლებს.
აღნიშნული მატჩებისთვის, მთავარმა მწვრთნელმა 23 ფეხბურთელი გამოიძახა. ნაკრებს სამი ახალწვეული შეუერთდება - ალექსანდრე ამისულაშვილი, ანდრია ბართიშვილი და ნიკოლოზ ჩიქოვანი.
მეკარეები: პაპუნა ბერუაშვილი (რუსთავი), მიხეილ მაქაცარია (დინამო თბილისი), რევაზ კურტანიძე (იბერია 1999).
მცველები: გიორგი გვასალია (დინამო თბილისი), ლუკა ლაცაბიძე (ვაილე), ალექსანდრე ამისულაშვილი (იბერია 1999), აკაკი გიუნაშვილი (კოლხეთი ფოთი 1913), დავით ბუკია (ტორპედო ქუთაისი), ალექსანდრე ნარიმანიძე (ჟილინა), გიორგი ტაბატაძე (ვაილე), საბა ხარებაშვილი (დინამო თბილისი).
ნახევარმცველები: ნიკოლოზ დადიანი (იბერია 1999), ირაკლი ეგოიანი (ექსელსიორი), გურამ ჯაფარიძე (დინამო ბათუმი), ალეკო ბასილაძე (ტორპედო ქუთაისი), საბა გეგიაძე (სპაერი), გაბრიელ სიგუა (ლოზანა სპორტი), გია ნადარეიშვილი (ტრენჩინი), ანდრია ბართიშვილი (იბერია 1999).
თავდასხმელები: დიეგო დეისაძე (ტორპედო ქუთაისი), ნიკოლოზ ჩიქოვანი (უოტფორდი), დიმიტრი ღურწკაია (მეშახტე ტყიბული), ლუკა პარკაძე (აუსტრია ზალცბურგი).