ნიკოლოზ ბასილაშვილი ინდიან უელსის მასტერსის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში გავიდა და ძირითად ბადემდე ერთი გამარჯვება აშორებს.
ქართველმა ჩოგბურთელმა კოლუმბიელ ნიკოლას მეხიას, პირველი სეტის სრულად ჩაგდებისა და 0:6 წაგების შემდეგ, 3-სეტიან ბრძოლაში აჯობა - 0:6; 6:2; 6:4.
ნიკამ 10 ეისი მოაწოდა და 9 ორმაგი შეცდომა დაუშვა, პირველი მოწოდების დაბალი პროცენტი ჰქონდა - 42 (მათგან ქულების 84% მოიგო). ასევე, 28 ვინერი შეასრულა (მეტოქეზე 19-ით მეტი) და უნებლიედ 44-ჯერ შეცდა (მეტოქეზე 24-ით მეტი).
ტურნირის ძირითად ეტაპზე გასასვლელ შეხვედრაში, ბასილაშვილი (133-ე ჩოგანი) ავსტრალიელ კრისტოფერ ო'კონელს (127-ე ჩოგანი) დაუპირისპირდება.