პარასკევს, 20 ნოემბერს ეროვნული ლიგის 33-ე ტური აიღებს სტარტს - შაბათს იბერია 1999 წყალტუბოში ადგილობრივ სამგურალს ეწვევა. მატჩი 21 ნოემბერს, 14:00-ზე აიღებს სტარტს.
33-ე ტურის სამი მატჩი პარასკევს გაიმართება, ორიც შაბათს:
20 ნოემბერი:
18:00 - სპაერი v მეშახტე
18:00 - გაგრა v დილა
20:00 - დინამო თბილისი v ქუთაისის ტორპედო
21 ნოემბერი
14:00 - სამგურალი v იბერია
19:00 - დინამო ბათუმი v რუსთავი
33-ე ტურის დაწყებამდე ეროვნული ლიგის ცხრილი ასე გამოიყურება:

სპაერმა და იბერიამ 35-ე ტურის შეხვედრა წინასწარ გამართეს.
მიმდინარე სეზონში ეს წყალტუბოს სამგურალისა და იბერია 1999-ის მეოთხე დაპირისპირებაა - წინა სამი მატჩიდან ორში თბილისელებმა იმარჯვეს, ხოლო ერთიც წყალტუბოელთა გამარჯვებით დასრულდა.
პირველი წრის შეხვედრა თბილისში 7 აპრილს გაიმართა და მასპინძლების გამარჯვებით 2:1 დასრულდა. მატჩის პირველი ნახევარი იბერიამ გურამ გოშთელიანისა და ლუკას კაფეს გოლებით 2:0 მოიგო - მეორე ტაიმში ანგარიში ლაშა კვარაცხელიამ შეამცირა. შეხვედრა საკმაოდ დაძაბული და უხეში გამოვიდა - შეხვედრის მთავარმა არბიტრმა 7 ფეხბურთელი გააფრთხილა.

გოლები და ბარათები არც მე-15 ტურის მატჩს აკლდა - 25 მაისს სამგურალმა იბერია შინ 3:2 დაამარცხა. ისევე როგორც თბილისში, მატჩის პირველი ნახევარი მასპინძლების გამარჯვებით 2:0 დასრულდა. მეორე ტაიმის სტარტზე წყალტუბოელებმა მეგრელიშვილის კარი მესამედაც აიღეს - ველისოსილის დუბლის შემდეგ იბერიას კლაუდიო სებოლინიამ გაუტანა.
მსაჯის მიერ კონპენსირებულ დროში გიორგი ჯინჯოლავამ ორჯერ გაიტანა - შესანიშვანი გამოვიდა კაპიტნის მიერ გატანილი მეორე გოლი, თუმცა მატჩის გადარჩენა ვერ მოხერხდა. ბარათების სიუხვით ამ მატჩმა წინასაც გადააჭარბა - მთავარმა არბიტრმა მოედანზე 9 ფეხბურთელი გააფრთხილა.

5 სექტემბერს გუნდები ერთმანეთს თბილისში დაუპირისპირდნენ - სამგურალს კვლავ გიორგი ჯინჯოლავამ გაუტანა, თუმცა შეხვედრის პირველი ნახევარი ფრედ 1:1 დასრულდა. გამარჯვების გოლი მატჩის 89-ე წუთზე ნიკოლოზ ბოჭორიშვილმა გაიტანა. ყვითელი ბარათები არც ამ მატჩს აკლდა - ამჯერად მსაჯმა ფეხბურთელები 6-ჯერ გააფრთხილა.

თბილისურ გუნდს ბოლო ხუთ მატჩში სამი გამარჯვება და ორი ფრე უგროვდება - იბერია ბოლო ტურში სპაერთან დაზავდა. სამგურალი ბოლო სამი მატჩია მოუგებელია - ერთი ფრე და ორი მარცხი.
შეგახსენებთ, 33-ე ტურის მატჩი შაბათს, 21 ნოემბერს, 14:00-ზე წყალტუბოში გაიმართება.