ისტორიაში პირველად, ტაჯიკეთის დედაქალაქმა ახალგაზრდულ გრან პრის უმასპინძლა, სადაც 19 ქვეყნის 227-მა წარმომადგენელმა იასპარეზა.
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ტურნირი წარმატებით დაასრულა და სამშობლოში 5 მედალი - 3 ვერცხლი და 2 ბრინჯაო წამოიღო.
ვერცხლის პრიზიორები
ნიკოლოზ ზაალიშვილი (100 კგ): ტაჯიკი, რუსი და ყირგიზი მეტოქეების დამარცხების შემდეგ, ოქროსთვის ბრძოლა რუს ვლადიმირ დოსიაკთან დათმო.
ლუკა თევდორაძე (90 კგ): ყაზახი, უზბეკი და აზერბაიჯანელი ძიუდოისტების ჩამოშორების შემდგომ, ფინალში რუს ადემირკან ტამბიევთან დამარცხდა.
საბა საბაშვილი (66 კგ): რუსი, ყაზახი და ეგვიპტელი სპორტსმენების ბარიერი წარმატებით დაძლია, თუმცა გადამწყვეტ შეხვედრაში ყაზახ მუხამედალი ჟილკაიდაროვთან წააგო.
ბრინჯაოს მედლის მფლობელები
ქეთი რობაქიძე (70 კგ): მესამე ადგილისთვის გამართულ დაძაბულ შეხვედრაში რუს ევა ოგნივოვას სძლია.
მერაბ სამადაშვილი (66 კგ): პრიზიორთა შორის მოსახვედრად ადგილობრივ ტაჯიკ იოსინ ბობოკალონოვს აჯობა.