შერეულ გუნდებს შორის (3 მამაკაცი და 3 ქალი) ძიუდოში ევროპის ჩემპიონატი მიმდინარე წლის 7 ნოემბერს, სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში გაიმართება.
ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის გამარჯვებული საქართველოს ნაკრები ტურნირზე შემდეგი შემადგენლობით იასპარეზებს:
კაცები:
73 კგ - ლაშა შავდათუაშვილი
90 კგ - ლუკა მაისურაძე
+90 კგ - ირაკლი დემეტრაშვილი
ქალები:
57 კგ - ეთერ ლიპარტელიანი, ნინო ლოლაძე
70 კგ - ნინო გულბანი
+78 კგ - ბარბარე გელაშვილი