ალბანეთის ქალაქ დურესში მიმდინარე ძალოსანთა ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე (20 და 23-წლამდელთა შორის) მძიმე წონით კატეგორიაში (+110 კგ) 23-წლამდელებს შორის ორმა ქართველმა სპორტსმენმა იასპარეზა და საპრიზო ადგილები დაიკავა.
გივი დარსაველიძემ ატაცში 168 კილოგრამი დაძლია, აკვრაში 210 კილოგრამი, ხოლოს ორჭიდის ჯამში მოგროვილი 378 კილოგრამით სამი ვერცხლის მედალი მოიპოვა და ევროპის ვიცე-ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა.
შედეგიანი გამოდგა ტურნირი ირაკლი ვეკუასთვისაც.
ქართველმა ძალოსანმა ატაცში 167 კილოგრამი აწია, აკვრაში - 209 კილოგრამი, ხოლო ორჭიდის ჯამში დაგროვილი 376 კილოგრამით სამი ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა.