ნიკოლოზ ბასილაშვილმა ალმატის 250-იან ტურნირის ძირითად ბადეში გამოსვლა წარმატებით დაიწყო.
ქართველმა ჩოგბურთელმა 1/16 ფინალურ შეხვედრაში US Open-ის 2014 წლის ჩემპიონ მარინ ჩილიჩს ორ სეტში აჯობა - 6:2; 7:5.
აღსანიშნავია, რომ ბასილაშვილმა ჩილიჩს კარიერაში პირველი ურთიერთშეხვედრა მოუგო - აქამდე 0:2-ს აგებდა.
ნიკა შემდეგ რაუნდში, 1/8 ფინალში დაუპირისპირდება არგენტინელ ფაკუნდო დიას აკოსტას, რომელიც მსოფლიოს 71-ე ჩოგანია და 1/16 ფინალში თანამემამულე აგუსტინ ტირანტე (50-ე ნომერი) დაამარცხა.
წყვილში გამარჯვებული 1/4 ფინალში ადრიან მანარინოსა და ანდრეი რუბლიოვის მატჩში მოგებულს შეხვდება.