24 ოქტომბერს პარიზი ძიუდოში ევროპის მთავარ საკლუბო ტურნირს, ჩემპიონთა ლიგას უმასპინძლებს.
ევროპირველობაზე საქართველოს ღირსებას კლუბი გოლდენ გორი დაიცავს.
ქართული კლუბი პარიზში შემდეგი შემადგენლობით წარდგება:
ვაჟა მარგველაშვილი (73 კგ)
ზაურ დვალაშვილი (90 კგ)
თამაზ ბიგანაშვილი (+90 კგ)
ნინო ლოლაძე (57 კგ)
ნინო გულბანი (70 კგ)
აღსანიშნავია, რომ ჩემპიონთა ლიგაზე კიდევ სამი ქართველი ძიუდოისტი იასპარეზებს. ყაზახურ კლუბში ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ), ლუკა მაისურაძე (90 კგ) და გურამ თუშიშვილი (+90 კგ) წარსდგებიან.