საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები 29-31 ოქტომბერს გასამართი აბუ დაბის გრანდ სლემისთვის ემზადება.
გაერთიანებული საამიროების დედაქალაქში საქართველოს სახელით 14 სპორტსმენი იასპარეზებს.
ტურნირზე ჩვენი გუნდის შემადგენლობა ასე გამოიყურება:
60 კგ - შოთა ბაჩოშვილი, ლუკა ქალიაშვილი
66 კგ - საბა საბაშვილი, მერაბ სამადაშვილი
73 კგ - გიორგი გივიშვილი, გიორგი ტერაშვილი
81 კგ - გიორგი მუმლაძე, კოტე კაპანაძე
90 კგ - საბა გველესიანი, ლუკა თევდორაძე
100 კგ - ონისე სანებლიძე, ნიკა ხარაზიშვილი
+100 კგ - გიორგი ქარჩაიძე, ირაკლი დემეტრაშვილი
შეგახსენებთ, რომ 2025 წელს აბუ დაბის გრანდ სლემზე ქართველმა ძიუდოისტებმა სამი მედალი მოიპოვეს: ლაშა ბექაური (90 კგ) ჩემპიონი გახდა, ხოლო გიორგი სარდალაშვილმა (60 კგ) და ირაკლი დემეტრაშვილმა (+100 კგ) ბრინჯაოს მედლები დაისაკუთრეს.