26 ნოემბერს იბერია 1999 თბილისში, კონფერენს ლიგის მეოთხე ტურის მატჩში ხეტაფეს უმასპინძლებს - მორიგი ევროპული ღამე თბილისში სტარტს 21:45-ზე აიღებს. დღევანდელ ბლოგში გეტყვით ხუთ მიზეზს, თუ რატომ დამთავრდება ეს მატჩი ჩვენი გამარჯვებით.
1. კონფერენს ლიგაზე იბერია 1999-ის თამაშის ხარისხი ტურიდან ტურამდე უმჯობესდება. პირველ ტურში მარცხის შემდეგ, თბილისურ კლუბს შინ მოგებამდე ძალიან ცოტა დააკლდა, დანიაში კოპენჰაგენთან კი დავმარცხდით, თუმცა პოზიტივები ყველამ დაინახა - 26-ში მოგების დროა.

2. მადრიდული გუნდი კარგ ფორმაში ყოფნით ვერ დაიკვეხნის - ხეტაფემ ბოლო 10 მატჩიდან მხოლოდ ორში მოახერხა გამარჯვება და აქედან ექსვში დამარცხდა. ლურჯები ვერც კონფერენს ლიგაზე ბრწყინავენ - სამი მატჩი, ერთი ფრე და ორი მარცხი.

3. როგორც გითხარით, მადრიდელებმა კონფერენს ლიგა ცუდად დაიწყეს და როგორც ხოსე ბორდალასის შიდა სამზარეულოდან ვიგებთ, ხეტაფე კონფერენს ლიგაზე დიდი ყურადღების გამახვილებას აღარ აპირებს. დიდია შანსი, კლუბმა შიდა ასპარეზზე რთული მდგომარეობის ფონზე კონფერენს ლიგა გუნდის გადასახალისებლად გამოიყენოს.

4. საშინაო არენაზე რომ გულშემატკივრების მხარდაჭერას უდიდესი ძალა აქვს ახალი ამბავი არაა - მასპინძელი გუნდები საშუალოდ 58.6%-ს იგებენ შინ ჩატარებულ შეხვედრებში, როდესაც მატჩებს გულშემატკივრები ესწრება. სწორედ ამიტომ იბერიასთვის ამ ტურნირზე, გულშემატკივრებით სავსე ტრიბუნების წინ ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შესაძლებელი ხდება.

5. 2016 წლის ივნისში ქართველებმა ესპანელები მადრიდში ესტადიო კოლიზეუმზე დავამარცხეთ. 10 წლის შემდეგ დროა, სწორედ იმ სტადიონის ბინადრებს ამჯერად თბილისში ვძლიოთ - ფეხბურთში ხომ ასეთი დამთხვევები ხშირად ხდება.

ბილეთების შეძენა შეგიძლიათ tkt.ge-ზე ბილეთები შეიძინეთ აქ