ეს ფილმი ბევრი გაგებით თავის დროს უსწრებს. 2002 წლის გადაღებული „ითამაშე ბექემივით“ გვიყვება ისტორიას ორ გოგონაზე, რომლებიც მშობლების მოლოდინებსა და სოციალურ ნორმებს ეწინააღმდეგებიან, რათა ფეხბურთის მიმართ თავიანთი ვნება გამოავლინონ.
გულისგამთბობ და თანაც სახალისო ფილმში თავად დევიდ ბექემის კამეოსაც ვხვდებით.
ფილმში მთავარ როლებს პარმინდერ ნაგრა და კირა ნაითლი ასრულებენ.
ძვლების მსხვრეველი
ძვლების მსხვრეველი კლასიკური ამერიკული ფილმის „ყველაზე გრძელი იარდის“ ბრიტანული რიმეიქია.
თუმცა ბარტ რეინოლდის ნაცვლად, რომელიც პატიმრებს ამერიკულ ფეხბურთში წვრთნის, მწვრთნელის როლს ვინი ჯონსი ირგებს ოღონდ არა ამერიკულის, არამედ ნამდვილი ფეხბურთის.
ჯეისონ სტეტნჰემის გიჟური როლი ამ ფილმს კიდევ უფრო სანახაობრივს ხდის.
ორი ესკობარი
1994 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ კოლუმბიის ნაკრების მოთამაშე ანდრეს ესკობარი იმ ავტოგოლის გამო მოკლეს, რომელმაც ეროვნული გუნდის ტურნირიდან გამოთიშვა გამოიწვია.
2010 წლის ფილმში რეჟისორები ადგენენ კავშირს ანდრესის სიკვდილსა და მის ცნობილ მოგვარე პაბლო ესკობარს შორის, რომლის მედელინის კარტელიც იმ დროს აკონტროლებდა კოლუმბიაში კოკაინით ვაჭრობას და ქვეყანაში საფეხბურთო ცხოვრებაზე უდიდესი გავლენა ჰქონდა.
მწვანე ქუჩის ხულიგნები
შეიძლება ბევრს ნანახი გაქვთ, მაგრამ ეს ფილმი მაინც უნდა ვახსენოთ.
ძალაუფლების ოქროს ბეჭდის ძიების დასრულების შემდეგ ელაიჯა ვუდმა გადაწყვიტა 2005 წელს ამერიკელი სტუდენტის როლი მოერგო, რომელიც ფეხბურთის ხულიგანი ხდება.
ღალატის ისტორია, ახლად ნაპოვნი ერთგულება და შურისძიება. ფილმში ახალგაზრდა ჩარლი ჰანემიც თამაშობს, რომელმაც მოგვიანებით მთავარი აღიარება ანარქიის შვილებში შესრულებული როლით მოიპოვა.
ზიდანი: 21-ე საუკუნის პორტრეტი
ეს ექსპერიმენტალური ფილმია, რომელიც ზინედინ ზიდანის თამაშს გვაჩვენებს რეალისა და ვილიარეალის მატჩის დროს.
ფრანგს 17 სინქრონიზებული კამერა უღებს და შოტლანდიური პოსტ-როკ ბენდ მოგვაის ხმაც დაჰყვება. ეს ფილმი სპორტული კინო ისტორიის მნიშვნელოვან ნაწილად იქცა, რომლის სპეციალური ჩვენებებიც საფრანგეთში დღემდე მიმდინარეობს.