• ArenamaxArenamax
  • ქვიზების ლიგა
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

ქვიზების ლიგა

სიახლეები

ArenamaxArenamax

ქვიზების ლიგა

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
5 საფეხბურთო მომენტი, რომელიც ჯობია შენით ნახო
ფეხბურთიფეხბურთი

5 საფეხბურთო მომენტი, რომელიც ჯობია შენით ნახო

09 ივნ, 2025 · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

ფეხბურთი ყოველთვის გვთავაზობს დასამახსოვრებელ მომენტებს და სწორედ ამიტომაც არის ის მსოფლიოში ყველაზე პოპულარული სპორტი.


საფეხბურთო ისტორია ბევრ ისეთ მომენტსა თუ ისტორიას მოიცავს, რომლის ჩამოთვლა და გახსენებაც ძალიან შორს წაგვიყვანს, თუმცა მაინც ვცადოთ და გავიხსენოთ რამდენიმე მათგანი.


გთავაზობთ საფეხბურთო მომენტებს, რომელიც ჯობია შენით ნახო.


კარლოს ალბერტოს გოლი იტალიასთან


1970 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში კარლოს ალბერტოს საოცარი გოლი იტალიის კარში ფეხბურთის ისტორიაში სამუდამოდ ჩაეწერა.


ბრაზილიის ნაკრების ტრიუმფი ამ გოლითაც შეიძლება შეჯამდეს, ის ხომ პელეს მეთაურობით ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი იყო.



დიეგო მარადონას პერფორმანსი ინგლისთან


1986 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე არგენტინისა და ინგლისის მატჩი საფეხბურთო შეხვედრაზე მეტი იყო. ეს იყო ომი, რომლის მთავარი გმირიც დიეგო არმანდო მარადონა გახდა.


არგენტინელმა გენიოსმა ერთ თამაშში ორი ისეთი მომენტი შექმნა, რომელიც გულშემატკივრებს სამუდამოდ ემახსოვრებათ - საუკუნის გოლი და ღმერთის ხელი.



სტამბოლის სასწაული


2005 წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალში ერთმანეთს ლივერპული და მილანი ხვდებოდნენ, პირველ ტაიმში ვარსკვლავურმა როსონერიმ დიდი უპირატესობა მოიპოვა და სამბურთიანი სხვაობით იგებდა.


აი, მეორე ტაიმში რაც მოხდა, ნამდვილად ჯობია შენით ნახო. ლივერპულის გულშემატკივრების ნამღერი YNWA, სტივენ ჯერარდის ლიდერობა, აღმოფხვრილი სამბურთიანი ჩამორჩენა, იერჟი დუდეკის საოცარი მოგერიებები და სტამბოლის სასწაული, რომელიც ყველა დროის ერთ-ერთი გამორჩეული ქამბექია.



ლესტერის ჩემპიონობა


2016 წელს საფეხბურთო ისტორიაში  ალბათ ერთ-ერთი უდიდესი სენსაცია დაფიქსირდა. სეზონის წინ ვინ იფიქრებდა, რომ გუნდი, რომელიც წინა სეზონში უმაღლეს დივიზიონში დასარჩენად იბრძოდა, ინგლისის პრემიერ ლიგის ჩემპიონი გახდებოდა.


კლაუდიო რანიერის ბიჭებმა ჯეიმი ვარდის, რიად მაჰრეზისა და ნ’გოლო კანტეს ლიდერობით სასწაული მოახდინეს და ფეხბურთის გულშემატკივრებს დაუვიწყარი ისტორია აჩუქეს.


საჩემპიონო ზეიმზე კი ლეგენდარული ანდრეა ბოჩელის პერფორმანსმა ეს ამბავი კიდევ უფრო ლამაზი გახადა.



მანჩესტერის ბოლო წუთზე მოპოვებული ტრებლი


1999 წლის მანჩესტერ იუნაიტედი ინგლისური და მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული გუნდია, თუმცა ასე დავიმახსოვრებდით ამ გუნდს იმ შემთხვევაშიც ტრებლი რომ არ მოეგო?


სერ ალექს ფერგიუსონის ბიჭებმა კამპ ნოუზე, ლიგის ფინალში სასწაული მოახდინეს და მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ორი გოლი გაიტანეს, რითიც მიუნხენის ბაიერნს თითქმის აწეული თასი წაართვეს და ისტორიული ტრებლი გაიფორმეს.


თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

ჯობია შენით ნახო

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

5 სპორტული აპლიკაცია, რომელიც ჯობია შენით ნახო

•ფეხბურთი

ფეხბურთი

5 სპორტული აპლიკაცია, რომელიც ჯობია შენით ნახო
•ფეხბურთი

ფეხბურთი

5 სპორტული ფილმი, რომელიც ჯობია შენით ნახო

•სხვა სპორტი

სხვა სპორტი

5 სპორტული ფილმი, რომელიც ჯობია შენით ნახო
•სხვა სპორტი

სხვა სპორტი

5 საფეხბურთო ფილმი, რომელიც ჯობია შენით ნახო

•ფეხბურთი

ფეხბურთი

5 საფეხბურთო ფილმი, რომელიც ჯობია შენით ნახო
•ფეხბურთი

ფეხბურთი

კარგი ამბავი პსჟ-სთვის - ლიდერები ვარჯიშს დაუბრუნდნენ

•ფეხბურთი

ფეხბურთი

კარგი ამბავი პსჟ-სთვის - ლიდერები ვარჯიშს დაუბრუნდნენ
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

21 მაი, 2025

5 სპორტული აპლიკაცია, რომელიც ჯობია შენით ნახო

News image

27 მაი, 2025

5 სპორტული ფილმი, რომელიც ჯობია შენით ნახო

News image

02 ივნ, 2025

5 საფეხბურთო ფილმი, რომელიც ჯობია შენით ნახო

News image

22 სთ წინ

კარგი ამბავი პსჟ-სთვის - ლიდერები ვარჯიშს დაუბრუნდნენ

კომენტარები

ლინკის დაკოპირება