• ArenamaxArenamax
  • ქვიზების ლიგა
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

ქვიზების ლიგა

სიახლეები

ArenamaxArenamax

ქვიზების ლიგა

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
5 სპორტული ფილმი, რომელიც ჯობია შენით ნახო
სხვა სპორტისხვა სპორტი

5 სპორტული ფილმი, რომელიც ჯობია შენით ნახო

27 მაი, 2025 · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

სპორტი ბევრი ადამიანისთვის გამხდარა ინსპირაციის წყარო და გამონაკლისი არც რეჟისორები არიან, რომელთაც უამრავი კარგი ფილმი გადაუღიათ სპორტის სხვადასხვა სახეობაზე.


გთავაზობთ 5 სპორტულ ფილმს, რომელიც ჯობია შენით ნახო.


მე, ტონია


1991 წელს, ნიჭიერი ფიგურული მოციგურავე ტონია ჰარდინგი გახდა პირველი ამერიკელი ქალი, რომელმაც სამმაგი აქსელი შეასრულა. 1994 წელს მისი სამყარო ჩამოიშალა, როცა მისმა ყოფილმა მეუღლემ ტონიას კონკურენტის, ნენსი კერიგანის დაზიანება განიზრახა და ახალგაზრდა ოლიმპიელი ეროვნულ ჩემპიონატზე ვეღარ გამოვიდა.


ჰარდინგის ცხოვრება და მემკვიდრეობა უეცრად გაფერმკრთალდა და მისი სახელი სპორტის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ სკანდალთან დაკავშირდა.


2017 წელს გადაღებულ ფილმში ტონია ჰარდინგის როლს მარგო რობი ასრულებს.



ფორდი vs ფერარი


ავტომობილების ამერიკელი დიზაინერი ქეროლ შელბი და უშიშარი ბრიტანელი მრბოლელი კენ მაილსი კორპორატიულ ჩარევებს, ფიზიკის კანონებსა და საკუთარ დემონებს ებრძვიან, რათა ფორდისთვის რევოლუციური მანქანა ააწყონ.


ერთად ისინი გეგმავენ 1966 წელს, ლე მანის 24-საათიან რბოლაში ენცო ფერარის მანქანებს კონკურენცია გაუწიონ.


2019 წელს გადაღებულ ფილმში მთავარ როლებში მეტ დეიმონსა და კრისტიან ბეილს ვხვდებით.



ქრიდი


ადონის ჯონსონი არასდროს იცნობდა მის ცნობილ მამას, კრივის ჩემპიონ აპოლო ქრიდს, რომელიც ადონისის დაბადებამდე გარდაიცვალა. თუმცა კრივი მის სისხლშია, ამიტომ ის როკი ბალბოას მოძებნის და კარიერადასრულებულ ჩემპიონს სთხოვს, რომ მისი მწვრთნელი იყოს.


როკი ადონისში აპოლოს დაინახავს და დათანხმდება, რომ მისი მენტორი იყოს. როკის დახმარებით ადონისი მალე სატიტულო შანსს მიიღებს, მაგრამ აქვს თუ არა მას ნამდვილი მებრძოლის გული ჯერ კიდევ სანახავია.


2015 წელს გადაღებულ ფილმში მთავარ როლებს მაიკლ ბი. ჯორდანი და სილვესტერ სტალონე ასრულებენ.



ცოფიანი ხარი


საშუალო წონის მოკრივის ისტორია, რომელიც რეიტინგში აღზევდება და მის პირველ შანსს დაიმსახურებს საშუალო წონის გვირგვინის მისაღებად. მას ლამაზი გოგო უყვარდება ბრონქსიდან, თუმცა გრძნობების გამოხატვა არ შეუძლია, ეს ყველაფერი კი რინგზე გადადის და მის ცხოვრებას მართავს. ეს ემოციები მას ყველაფრად უჯდება.


მარტინ სკორსეზეს 1980 წელს გადაღებულ ფილმში მთავარი როლი რობერტ დე ნირომ ბრწყინვალედ შეასრულა.



რესლერი


ასაკოვანი რესლერი რენდი რობინსონი მის საუკეთესო ფორმაშია აღარაა, თუმცა მაინც მზად არის, რომ რესლინგის სცენაზე იყოს.


ბრუტალური მარცხის შემდეგ მას სერიოზული ურთიერთობა აქვს ერთ სტრიპტიზიორთან და ასევე ცდილობს, რომ კავშირი აღადგინოს მის ქალიშვილთან, მაგრამ მას კვლავ რინგი იზიდავს და დასაბრუნებლად ემზადება.


2008 წელს გადაღებულ ფილმში მთავარ როლში მიკი რურკი საოცარ პერფორმანსს გვთავაზობს.


თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

ჯობია შენით ნახო

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

5 სპორტული აპლიკაცია, რომელიც ჯობია შენით ნახო

•ფეხბურთი

ფეხბურთი

5 სპორტული აპლიკაცია, რომელიც ჯობია შენით ნახო
•ფეხბურთი

ფეხბურთი

5 საფეხბურთო ფილმი, რომელიც ჯობია შენით ნახო

•ფეხბურთი

ფეხბურთი

5 საფეხბურთო ფილმი, რომელიც ჯობია შენით ნახო
•ფეხბურთი

ფეხბურთი

5 საფეხბურთო მომენტი, რომელიც ჯობია შენით ნახო

•ფეხბურთი

ფეხბურთი

5 საფეხბურთო მომენტი, რომელიც ჯობია შენით ნახო
•ფეხბურთი

ფეხბურთი

კრივი - 17-წლამდელებმა საერთაშორისო ტურნირზე 9 მედალი მოიპოვეს

•ქართული

ქართული

კრივი - 17-წლამდელებმა საერთაშორისო ტურნირზე 9 მედალი მოიპოვეს
•ქართული

ქართული

News image

21 მაი, 2025

5 სპორტული აპლიკაცია, რომელიც ჯობია შენით ნახო

News image

02 ივნ, 2025

5 საფეხბურთო ფილმი, რომელიც ჯობია შენით ნახო

News image

09 ივნ, 2025

5 საფეხბურთო მომენტი, რომელიც ჯობია შენით ნახო

News image

08 მაი, 2026

კრივი - 17-წლამდელებმა საერთაშორისო ტურნირზე 9 მედალი მოიპოვეს

კომენტარები

ლინკის დაკოპირება