• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

სპორტის გურუ

ქვიზები

მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
6 მთავარი ბრძოლა, რომელიც მსოფლიო თასის ფინალის ბედს გადაწყვეტს
მსოფლიო 2026მსოფლიო 2026

6 მთავარი ბრძოლა, რომელიც მსოფლიო თასის ფინალის ბედს გადაწყვეტს

10 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

ნიუ-ჯერსიში მუნდიალის ფინალის დრო დადგა.


ერთმანეთს ტურნირის ორი საუკეთესო გუნდი უპირისპირდება. ესპანეთი იდეალურად აწყობილი საათივით მუშაობს, სადაც ვარსკვლავურ სტატუსზე წინ გუნდურობა დგას. არგენტინა კი მოედანზე საოცარი ბრძოლისუნარიანობითა და ლიონელ მესის გენიით გადის.


ჩემპიონის ვინაობას 6 მთავარი დუელი განსაზღვრავს:

1. როდრი ენცო ფერნანდესისა და ალექსის მაკ ალისტერის წინააღმდეგ: თუ არგენტინელები ესპანეთის ნახევარდაცვის გულს სივრცეებს მისცემენ, როდრი მატჩის ტემპს მარტო გააკონტროლებს. ენცოსა და მაკ ალისტერს მისი პრესინგის ქვეშ მოქცევა მოუწევთ.

2. უნაი სიმონი ემილიანო მარტინესის წინააღმდეგ: სიმონმა მუნდიალზე მხოლოდ ერთი გოლი გაუშვა, მარტინესმა - შვიდი. თუმცა, არგენტინელი მეკარე დიდი მატჩების ფსიქოლოგიურ წნეხს იდეალურად უმკლავდება.

3. მიკელ ოიარსაბალი ხულიან ალვარესის (ან ლაუტარო მარტინესის) წინააღმდეგ: ევრო 2024-ის ფინალის გმირი ოიარსაბალი საუკეთესო ფორმაშია. ლიონელ სკალონიმ კი უნდა გადაწყვიტოს, სასტარტოში ტრავმირებული ალვარესი დააყენოს თუ ინგლისთან გამარჯვების გოლის ავტორი ლაუტარო მარტინესი.

4. მარკ კუკურელია ლიონელ მესის წინააღმდეგ: მესის მარჯვენა ფლანგზე გადასვლამ არგენტინას წარმატება მოუტანა. კუკურელიას უდიდესი ყურადღება მართებს, თუმცა მესის პასიურობამ დაცვაში შესაძლოა ესპანელ მცველს შეტევაში გზა გაუხსნას.

5. ლამინ იამალი ნიკო ტალიაფიკოს წინააღმდეგ: 19 წლის იამალის სისწრაფე და დრიბლინგი 33 წლის გამოცდილი ტალიაფიკოსთვის უდიდესი გამოცდა იქნება. თუ არგენტინელი მცველი დახმარებას ვერ მიიღებს, იამალი ფლანგს დაარბევს.

6. ლუის დე ლა ფუენტე ლიონელ სკალონის წინააღმდეგ: ესპანეთის მწვრთნელს იდეალურად დაბალანსებული ტაქტიკა აქვს, სკალონის კი ძიების პროცესი ფინალამდე მოუწია და ახლა შეცდომის უფლება აღარ აქვს.

თამარ თაბუკაშვილი

თამარ თაბუკაშვილი

ლუის დე ლა ფუენტე
მსოფლიო ჩემპიონატი
argentina
მესი
მსოფლიო ჩემპიონატი 2026
სკალონი
spain
ლამინ იამალი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

იამალის სთორი არგენტინასთან ფინალის წინ

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

იამალის სთორი არგენტინასთან ფინალის წინ
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

რა მოხდება, თუ მესი და მბაპე თანაბარი გოლებით დაასრულებენ ტურნირს?

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

რა მოხდება, თუ მესი და მბაპე თანაბარი გოლებით დაასრულებენ ტურნირს?
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

რომელ კლუბს ჰყავს ყველაზე მეტი წარმომადგენელი ფინალში?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

რომელ კლუბს ჰყავს ყველაზე მეტი წარმომადგენელი ფინალში?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ესპანეთი - არგენტინა [სასტარტო შემადგენლობები]

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

ესპანეთი - არგენტინა [სასტარტო შემადგენლობები]
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

News image

4 სთ წინ

იამალის სთორი არგენტინასთან ფინალის წინ

News image

3 სთ წინ

რა მოხდება, თუ მესი და მბაპე თანაბარი გოლებით დაასრულებენ ტურნირს?

News image

3 სთ წინ

რომელ კლუბს ჰყავს ყველაზე მეტი წარმომადგენელი ფინალში?

News image

2 სთ წინ

ესპანეთი - არგენტინა [სასტარტო შემადგენლობები]

კომენტარები

ლინკის დაკოპირება