მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის წინ, ლამინ იამალმა სოციალურ ქსელში სთორი გამოაქვეყნა.
ესპანეთის ნაკრების ლიდერმა ინსტაგრამზე ბავშვობის ფოტო დადო შემდეგი წარწერით:
,,შენთვის და ქუჩებისთვის" - წერს 19 წლის მოთამაშე სთორიზე.
მნიშვნელოვანი მატჩების წინ ლამინ იამალის სთორები ინსტაგრამზე უკვე ტრადიციად იქცა.
ესპანეთისა და არგენტინის მატჩი 23:00 საათზე დაიწყება.
