• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

სპორტის გურუ

ქვიზები

მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
დე ლა ფუენტე: ,,უდიდეს სიამაყეს ვგრძნობ, ეს გუნდი არასოდეს იღლება"
მსოფლიო 2026მსოფლიო 2026

დე ლა ფუენტე: ,,უდიდეს სიამაყეს ვგრძნობ, ეს გუნდი არასოდეს იღლება"

17 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

ესპანეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლუის დე ლა ფუენტემ, 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მოგების შემდეგ უზარმაზარი ბედნიერება გამოხატა და აღნიშნა, რომ ეს წარმატება წლების განმავლობაში გაწეული გუნდური მუშაობისა და ერთგულების შედეგია.


მან განსაკუთრებული ქებით მოიხსენია თავისი ფეხბურთელები, რომლებმაც ტურნირის განმავლობაში უმაღლესი დონე აჩვენეს.


„უზარმაზარ სიამაყეს ვგრძნობ ამ თაობის ფეხბურთელების მიმართ. მათ განაგრძეს ამ იდეის განვითარება, ბოლომდე ერთგულნი დარჩნენ მისი და მუდმივად ცდილობდნენ მის გაუმჯობესებას.


ამ ფეხბურთელებმა აჩვენეს, როგორი უნდა იყოს ნამდვილი ჯგუფი, გუნდი და ოჯახი. ისინი შესანიშნავი მოთამაშეები არიან, გამორჩეული ნიჭითა და უდიდესი პოტენციალით.


ყველაზე მეტად კი ვამაყობ იმით, რომ პატივი მქონდა, ამ გზაზე მათთან ერთად ვყოფილიყავი.


ჩვენ ყველა ასაკობრივ კატეგორიაში მოვიგეთ და ერთად ვიზრდებოდით. ეს არის გუნდი, რომელსაც აქვს ნიჭი, მიზანდასახულობა, ერთგულება და სწორი ღირებულებები.


თანაც ისინი ჯერ კიდევ ახალგაზრდები არიან და კიდევ ბევრი შეუძლიათ. უკვე ვეკითხებოდით საკუთარ თავს, კიდევ რა დაგვრჩა მოსაგები? ამ გუნდმა დაღლა საერთოდ არ იცის.


ძალიან ემოციური ვარ. ფეხბურთელებთან ბევრი ვისაუბრეთ. ჩვენ ყველაფერი მოვიგეთ.


ეს არის თაობა, რომელიც მაგალითი უნდა იყოს როგორც სპორტისთვის, ისე ესპანელი ახალგაზრდებისთვის. ერთად ყოველთვის უფრო ძლიერები ვართ და ამაში ეჭვი არავის უნდა ეპარებოდეს.


ეს თამაში გაცილებით ადრე უნდა გადაგვეწყვიტა. ემილიანო მარტინესის ფანტასტიკურმა მოგერიებებმა არ მოგვცა შესაძლებლობა, ანგარიში უფრო კომფორტული გაგვეხადა.


ეს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალია და მაშინაც კი, როცა მეტოქე ათი კაცით თამაშობს, ტანჯვა გარდაუვალია.


ჩვენ კი, როგორც ჩანს, ტანჯვა გვიყვარს და კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ, რომ ყველაფრისთვის მზად ვართ. გამარჯვება წარმოუდგენლად რთულია და სწორედ ამიტომ უნდა დავაფასოთ ის.“ - განაცხადა დე ლა ფუენტემ.

თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

ლუის დე ლა ფუენტე
spain

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

შეასრულებს კუკურელია პირობას? - დე ლა ფუენტეს ტატუ

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

შეასრულებს კუკურელია პირობას? - დე ლა ფუენტეს ტატუ
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

მუნდიალი, ჩემპიონთა ლიგა, ოქროს ბურთი - როდრი გამორჩეულ სიას შეუერთდა

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

მუნდიალი, ჩემპიონთა ლიგა, ოქროს ბურთი - როდრი გამორჩეულ სიას შეუერთდა
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

ესპანეთი: კონტროლი, სიმშვიდე და ჩემპიონობა რიცხვებში

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

ესპანეთი: კონტროლი, სიმშვიდე და ჩემპიონობა რიცხვებში
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

რატომ შეიძლება, რომ ოქროს ბურთი კუბარსიმ მოიგოს?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

რატომ შეიძლება, რომ ოქროს ბურთი კუბარსიმ მოიგოს?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

17 სთ წინ

შეასრულებს კუკურელია პირობას? - დე ლა ფუენტეს ტატუ

News image

16 სთ წინ

მუნდიალი, ჩემპიონთა ლიგა, ოქროს ბურთი - როდრი გამორჩეულ სიას შეუერთდა

News image

10 სთ წინ

ესპანეთი: კონტროლი, სიმშვიდე და ჩემპიონობა რიცხვებში

News image

4 სთ წინ

რატომ შეიძლება, რომ ოქროს ბურთი კუბარსიმ მოიგოს?

კომენტარები

ლინკის დაკოპირება