გერმანიის თასის 1/2 ფინალში ბაიერნმა სტუმრად ლევერკუზენი 2:0 დაამარცხა და გადამწყვეტ მატჩში მონაწილეობა გაინაღდა.
გოლების მიუნხენელთა ლიდერებმა - ჰარი კეინმა (22) და ლუის დიასმა (90+3) გაიტანეს, რითაც ბაიერნი DFB Pokal-ის ფინალში 2019/20-სეზონის შემდეგ პირველად გავიდა.
ჩემპიონატში მრავალწლიანი სტაბილური დომინაციის მიუხედავად, თასზე ბაიერნი სენსაციურად გადამწყვეტ სტადიამდე მრავალი წლის მანძილზე ვერ ახერხებდა მისვლას.
უკანასკნელად ფინალში ბაიერნმა 2020 წლის ივლისში ლევერკუზენი 4:2 დაამარცხა. მას შემდეგ, ფინალები ერთმანეთში სხვა გუნდებმა გაითამაშეს:
დორტმუნდი 4-1 ლაიფციგი
ლაიფციგი 1-1 ფრაიბურგი (4-2 პენ)
ლაიფციგი 2-0 აინტრახტი
ლევერკუზენი 1-0 კაიზერსლაუტერნი
შტუტგარტი 4-2 არმინია
გადამწყვეტ მატჩში ბაიერნი მოქმედი ჩემპიონი შტუტგარტისა და ფრაიბურგის წყვილში გამარჯვებულს დაუპირისპირდება.
6-წლიანი ჩავარდნის მიუხედავად, ბაიერნს თასის ფინალი დიდი უპირატესობით ყველაზე მეტჯერ (24) აქვს ნათამაშები, სიადანაც 20-ჯერ შეძლო თასის აღმართვა, 4-ჯერ კი დამარცხდა.