საქართველოს ჩემპიონატის მე-19 ტური ბათუმში, აჭარაბეთ არენაზე დასრულდა.
დინამო თბილისმა დინამო ბათუმი 1-4 გაანადგურა. პირველ ტაიმში სტუმრებმა 3 გოლი გაიტანეს.
21-ე და 38-ე წუთებზე გატანილი გოლებით ონორე გომისმა დუბლი შეასრულა, ტაიმის ბოლოს კი ირაკლი სირაძემ 0-3 გახადა ანგარიში.
47-ე წუთზე ლევან ხოზრევანიძემ ერთი ბურთი გაქვითა, თუმცა ბათუმურმა გუნდმა თამაშში დაბრუნება ვერ მოახერხა.
87-ე წუთზე ნიკოლოზ ჩიქოვანმა თავი გამოიჩინა და საბოლოო ანგარიში 1-4 დააფიქსირა.
დინამო თბილისმა ამ მოგებით 32 ქულა დააგროვა და მე-3 ადგილზე გადაინაცვლა, დინამო ბათუმი კი 30 ქულით მე-4 პოზიციაზეა.
მე-19 ტურის მატჩები ასეთი შედეგებით დასრულდა.
იბერია 2-3 თელავი
სამგურალი 2-0 კოლხეთი
დილა 2-0 გარეჯი
ტორპედო 2-1 გაგრა
დინამო ბათუმი 1-4 დინამო თბილისი