ენცო მარესკამ მანჩესტერ სიტისთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
ენცო მარესკამ მანჩესტერ სიტისთან კონტრაქტი უკვე გააფორმა, იტყობინება ინსაიდერი ფაბრიციო რომანო.
46 წლის იტალიელი სპეციალისტი, რომელიც მანამდე ჩელსის ხელმძღვანელობდა, სიტის ახალი მთავარი მწვრთნელი გახდება.
შეთანხმება 3 სეზონზეა გათვლილი - 2029 წლის ივნისამდე. როგორც რომანო ამტკიცებს, მარესკა უკვე სრულადაა ჩართული კლუბის სატრანსფერო სტრატეგიაში.
შეგახსენებთ, რომ 22 მაისს მანჩესტერ სიტიმ გუნდიდან პეპ გვარდიოლას წასვლის შესახებ გამოაცხადა. ის კლუბს 2016 წლიდან ხელმძღვანელობდა და 20 ტიტული მოიგო.
მარესკა მან სიტიში გვარდიოლას დამხმარედ 2020-2021 წლებში მუშაობდა.