Amazon Prime-ის ახალმა დოკუმენტურმა ფილმმა "Beautiful Obsession" მანჩესტერ სიტიში პეპ გვარდიოლას ბოლო ორი წლის კულისები და გუნდში არსებული უმძიმესი კრიზისი გაასაჯაროვა.
ყველაზე შოკისმომგვრელი კადრები 2025 წლის ნოემბერში, ჩემპიონთა ლიგაზე ლევერკუზენთან 0-2 მარცხის შემდეგაა გადაღებული, სადაც ესპანელი სპეციალისტი ფეხბურთელებს უყვირის და გადადგომით ემუქრება.
გასახდელში შესულმა გვარდიოლამ მოთამაშეებს მწვავედ მიმართა:
ეს სირცხვილია! ყელში ამოვიდა, ბიჭებო! თითოეულ თქვენგანს უნდა ჰქონდეს მენტალიტეტი, რომ დაუმტკიცოს ამ წარუმატებელ მწვრთნელს, რომ სხვებზე უკეთესია. დღეს სად იყო თქვენი კონკურენცია? თავს სულელად ვგრძნობ იმის გამო, რომ ვცდილობდი თავი დაცულად და თავდაჯერებულად გეგრძნოთ.
ამის შემდეგ ესპანელმა სპეციალისტმა ტონი კიდევ უფრო გაამკაცრა და ფეხბურთელებს დაემუქრა:
დილის რვა საათზე აქ ვიყავი, ბიჭებო, უამრავი საათი დავხარჯე, რომ თქვენს გულებამდე მომეღწია... თუ სეზონის ბოლოს ერთ მოწყენილ სახეს მაინც დავინახავ, მოგკლავთ. თუ ჩემი გადაწყვეტილებების გამო უკმაყოფილებას შევნიშნავ, მოგკლავთ! ჯანდაბა, იმუშავეთ უკეთ, იცხოვრეთ უკეთ!
გვარდიოლამ ყველაზე ემოციურ მომენტში გუნდის უგულობა და ვნებათაღელვის ნაკლებობა საკუთარ მძიმე ოჯახურ მდგომარეობას დაუკავშირა:
მე განქორწინების პროცესს გავდივარ, ჩემი ოჯახი ჩემგან შორსაა თქვენ გამო და სანაცვლოდ რას ვიღებ? ამ სამარცხვინო თამაშს! ჯანდაბა, ეს ყველაფერი ყელში ამოვიდა. ასეთი თამაშის შემდეგ თავს ცარიელად და მარტოსულად ვგრძნობ. მინდა, რომ გადავდგე... ხვალ ვეღარ მნახავთ.