ალექს პერეირამ UFC-ს სირილ განთან დაუყოვნებლივი რევანში სთხოვა და მსაჯი გააკრიტიკა.
როგორც იცით, მძიმე წონის დროებითი საჩემპიონო ქამრისთვის ბრძოლაში განმა პერეირა მეორე რაუნდში დაანოკაუტა და მეორედ გახდა დროებითი ქამრის მფლობელი.
თუმცა, პერეირა ამტკიცებს, რომ ფრანგმა აკრძალული დარტყმები გამოიყენა, რაც, ბრაზილიელის თქმით, მისთვის ჩვეული ამბავია.
„UFC-ს ვთხოვე, რომ განთან დაუყოვნებლივი რევანში მოგვიწყოს. ეს იყო ლაკი-ჯები (შემთხვევითი დარტყმა). განისთვის ეს ცხოვრების შანსი იყო. ამ ბიჭს გრძელი ისტორია აქვს – ბინძური დარტყმები, დარტყმები კეფაში.
ამაზე რეფერის [ჰერბ დინს] წინასწარ ველაპარაკე და ვთხოვე, რომ ყურადღება მიექცია. ვიდეოს თუ შეხედავთ, ნახავთ კეფაში რამდენიმე დარტყმასა და იდაყვს. ასეთი მსაჯები უნდა დაისაჯონ“, – განაცხადა ალექს პერეირამ.
შეგახსენებთ, რომ 2025 წლის ნოემბერში, განსა და ტომ ასპინალს შორის გამართულ საჩემპიონო ბრძოლაში ფრანგმა მოქმედ ჩემპიონს თვალებში თითები მოარტყა, რის გამოც ჩხუბი გაუქმდა, ასპინალს კი რამდენიმე ოპერაცია და ხანგრძლივი რეაბილიტაცია დასჭირდა, რის გამოც ოქტაგონზე ჯერაც არ დაბრუნებულა.