როგორც იცით, UFC 312-ს ივენთზე ილია თოფურიას უფროსი ძმის, ალექსანდრეს დებიუტი უნდა შედგეს.
ქართველი სპორტსმენის მეტოქე კოდი ჰადონი უნდა ყოფილიყო, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, მებრძოლმა ტრავმა მიიღო და თოფურიასთან ბრძოლაში მონაწილეობას ვეღარ მიიღებს.
UFC შეეცდება, ამ მოკლე დროში თოფურიასთვის ახალი მეტოქე მოიძიოს, მაგრამ თუ ეს ვერ მოხერხდა, ალექსანდრეს დებიუტი UFC-ში კვლავ გადაიდება.
როგორც ცნობილია, ალექსანდრე თოფურია თავის ძმასთან, ილიასთან ერთად ამ ბრძოლისთვის უკვე რამდენიმე კვირაა სრული სვლით ემზადება.