UFC-ის საშუალო წონის ჩემპიონმა დრიკუს დუ პლესიმ ილია თოფურიაზე ისაუბრა.
„თოფურიას გამო ძალიან ბედნიერი ვარ. მგონი, ჩვენი დებიუტი UFC-ში ერთ დღეს შედგა, პრაქტიკულად გასახდელიც კი გავიყავით.
მას შემდეგ, მსგავსი ტრაექტორიით ვვითარდებოდით. ჩემპიონებიც კი ერთი თვის განსხვავებით გავხდით. ამიტომ, მის გამო ძალიან ბედნიერი ვარ.
დარწმუნებული ვარ, რომ ის UFC-ის დიდების დარბაზში აუცილებლად შევა. პირველი დაუმარცხებელი მებრძოლი ორი ქამრით!
მის თვისებებს ძალიან ვაფასებ, ის მრავალმხრივი მებრძოლია." - აღნიშნა დუ პლესიმ, რომელიც აგვისტოში თავის საჩემპიონო ქამარს ხამზატ ჩიმაევის წინააღმდეგ დაიცავს.