არმან ცარუკიანი ილია თოფურიას მისამართით კომენტარებს აგრძელებს.
"ვის უნდა, ილიას გააგებინოს, რომ ის მაკგრეგორი არ არის და ის ყველა ჩემპიონს ცუდად წარმოაჩენს.
ჩემპიონები N1 კონტენდერებს ეჩხუბებიან... მაგრამ ეს იგივე ადამიანია, რომელიც ფიქრობს, რომ BMF არის." - დაწერა ცარუკიანმა სოციალურ ქსელში.
არმანმა სოციალურ ქსელში მისი ვარჯიშის ფოტოებიც გამოაქვეყნა და პოსტში მონიშნა, რომ ის ესპანეთის ქალაქ ალიკანტეშია (სადაც თოფურია ცხოვრობდა და ვარჯიშობდა).
"კვლავ ვვარჯიშობ. and the duck is still a ducking." - წერს UFC-ის მებრძოლი.
თოფურია: "ცარუკიანისთვის შანსის მიცემას ქამრის დათმობა მირჩევნია"