ილია თოფურიას აზრით, არმან ცარუკიანი საჩემპიონო ბრძოლას არ იმსახურებს.
„როცა ბრძოლისთვის მზადებაში ამხელა შრომას დებ, არ გინდა ისეთი მეტოქე, რომელიც შეიძლება ერთი დღით ადრე ჩაეხსნას. „უი, წელი მეტკინა". ფეხებზე მკიდია, რა გეტკინა.
ცარუკიანს საჩემპიონო ბრძოლას არ მივცემ. მაგას მირჩევნია, ქამარი დავთმო, ვიდრე მასთან ბრძოლას დავთანხმდე." - აღნიშნა თოფურიამ.
იანვარში ცარუკიანს მსუბუქი წონის საჩემპიონო ქამრისთვის ისლამ მახაჩევთან უნდა ეჩხუბა, თუმცა ბრძოლას ერთი დღით ადრე, ოფიციალური მიზეზით წელის ტკივილების გამო ჩაეხსნა.
მის ნაცვლად ბრძოლა რენატო მოიკანოს მისცეს, რომელიც მახაჩევმა პირველივე რაუნდში მოახრჩო.